დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

რეჯეფ ერდოღანი ვანში: უკრაინის ხორბალი, უნდობლობა დასავლეთისადმი და ვადამდელი არჩევნები

თურქეთის მასმედია დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის პრეზიდენტის ყოფნას სხვადასხვა პროვინციებში და იქ ორგანიზებული შეხვედრების დროს გაკეთებულ განცხადებებს. 

 

გთავაზობთ გამოცემა News Turk-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას სათაურით „რეჯეფ ერდოღანი ვანში: უკრაინის ხორბალი, უნდობლობა დასავლეთისადმი და ვადამდელი არჩევნები“.

 

„თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ვანში ყოფნის დროს ახალგაზრდებს შეხვდა. მან ისაუბრა თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე - ანკარის როლზე რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, უკრაინიდან ხორბლის გატანის პრობლემის ირგვლივ (შავ ზღვაში „ხორბლის დერეფნის“ შექმნის შესახებ), თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ და  ა.შ.

 

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში, საბერძნეთში შექმნილ სამხედრო ბაზებზე საუბრისას თქვა: 

 

„ხუთი სამხედრო ბაზა ჰქონდათ და დამატებით კიდევ ოთხი შექმნეს. გასაგებია, რომ უნდოდათ და შექმნეს, მაგრამ როცა ვეკითხებით, თუ „რატომ ააშენეთ ეს ბაზები“ და ასე შემდეგ, მათი პასუხი ასეთია - „რუსების წინააღმდეგ“. 

 

კარგი, ამბობთ, რომ „რუსების წინააღმდეგ“, მაგრამ რა გაუკეთეთ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, შეძელით უკრაინის გვერდში დგომა? მხარი დაუჭირეთ უკრაინას? ყველაფერი ტყუილია. 

 

მოკლედ, დასავლეთის ნდობა არ შეიძლება. თუ დასავლეთისაგან რაიმეს აღებას დააპირებ, მაშინ უნდა აიღო მეცნიერება, ხელოვნება, მაგრამ პოლიტიკაში დასავლეთის  ნდობა არ შეიძლება. ისინი ჩვენ ევროკავშირშიც კი 1963 წლიდან დროს გვაყვანინებენ. როდის დაიწყო? ეს რეალურად დაიწყო (19)59 წელს, მაგრამ ისინი ყოველთვის ჩერდებოდნენ.

 

რატომ? იმიტომ, რომ მათში პატიოსნება არ არის, პატიოსნება არის ჩვენს ერში".

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ