დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

„რუსულ ნავთობ-გაზზე ფასის ზრდა არჩევნების დროს ევროპელი ლიდერებისთვის მკაცრ გამოცდას წარმოადგენს“ - უოლ სთრით ჯორნალი

„რუსულ ნავთობ-გაზზე ფასის ზრდა არჩევნების დროს ევროპელი ლიდერებისთვის მკაცრ გამოცდას წარმოადგენს“ - ასეთი სათაური აქვს ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნალის“  (The Wall Street Journal) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც განხილულია რუსულ საწვავზე ფასების ზრდის გავლენა ფრანგი, გერმანელი და იტალიელი ამომრჩევლების განწყობაზე (ავტორები - ერიკ სილვერსი და ნოემი ბისერბე).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

 

„რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირებისა და მოხმარებული გაზის ფასის გადახდაში ცვლილებების შეტანის  შესახებ პირდაპირ ემუქრება ევროპელ ლიდერებს დარტყმის მისაყენებლად ყველაზე მტკივნეულ ადგილზე: საარჩევნო ურნაზე. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ეკონომიკა აგებულია რუსული იაფი ენერგორესურსების იმპორტსა და მის გამოყენებაზე.

 

ვლადიმერ პუტინის ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი, პირველია იმ ლიდერთაგან, რომელიც პირისპირ შეხვდა თავის ამომრჩევლებს, რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის შემდეგ. საფრანგეთი რუსულ გაზს 10-12 მილიარდი კუბმეტრის მოცულობით იღებდა, ანუ მესამე ადგილი ეკავა ევროკავშირში, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში გაზზე 34% მოდის. რამდენად იმოქმედა ამომრჩევლებზე იაფი რუსული გაზის შეწყვეტამ? აირჩია თუ არა ამომრჩეველმა პრეზიდენტის პარტიის („რენესანსი“) და მის მიერ ჩამოყალიბებული კოალიციის („ერთად“) წარმომადგენლები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ქვედა პალატაში? არჩევნები საფრანგეთში კვირას, 19 ივნისს ჩატარდა და წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

 

საფრანგეთში საკითხი უკვე მეტ-ნაკლებად გარკვეულია, ევროკავშირის რამდენიმე დიდ ქვეყანაში არჩევნები მოგვიანებით, 2023 წლის ზამთრისაკენ უნდა ჩატარდეს. სწორედ ამ მომენტისათვის იქნება რუსული გაზის დეფიციტი განსაკუთრებით მწარედ საგრძნობი - ბინებში გათბობისათვის და საწარმოებში - პროდუქციის გამოშვებისათვის. მაგალითად, გერმანიაში, რომელიც თითქმის კრიტიკულად (48%) არის დამოკიდებული რუსულ გაზზე. გერმანიაში ოქტომბრისათვის მთავრობის ელექტორალური გამოცდა დაიწყება - რამდენიმე მხარეში, კერძოდ, ქვემო საქსონიაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. დაუჭერს თუ არა მხარს მოსახლეობა ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას?  

 

რუსული გაზის კიდევ ერთი მსხვილი იმპორტიორია იტალია, სადაც საერთო-ეროვნული არჩევნები 2023 წლის შუახანებში უნდა გაიმართოს. იტალიაში რუსული გაზის წილი 31%-ს აღწევს. 

 

შეიძლება ითქვას, რომ გაზთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი მძიმე გამოცდაა ევროპელი ლიდერებისათვის. ენერგიაზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო ამომრჩეველი ყოველთვის ხელისუფლებაზე ნაწყენი რჩება და შესაბამისად, არჩევნები მისთვის ერთგვარ ბერკეტს წარმოადგენს უკმაყოფილების გამოსახატავად. ასე რომ, მმართველებს სასურველი შედეგების მიღწევა გაუჭირდებათ.

 

ევროპის ქვეყნების მთავრობებს მოუწევთ სოციალური დოტაციების გაფართოება, რომ მომხმარებლებზე დარტყმა ძალიან მძიმე არ გამოვიდეს. ეს ეხება საფრანგეთსაც, სადაც პრეზიდენტმა მაკრონმა, არჩევნების წინ 28 მილიარდი ევრო გამოყო. ეს ფული გაზის ფასის ზრდის საკომპენსაციოდ და ბენზინის ფასის საროტაციოდ იქნება გამოყენებული.

 

იტალიამ, თავის მხრივ, საგადასახადო შეღავათები დააწესა, რომ მოსახლეობას და ზოგიერთი დარგის საწარმოებს ენერგიის მომხმარების ტვირთი შეუმსუბუქოს. გარდა ამისა, მთავრობამ საწვავზე ფასები შეამცირა მოსახლეობისათვის.

 

წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ