დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

,,ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“ - რუსთავის თეატრი მოზარდ მაყურებელს უმასპინძლებს 21.06.2022 11:57

სპექტაკლით ,,ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“, რუსთავის თეატრი ამჯერად მოზარდ მაყურებელს უმასპინძლებს.


21  და 22 ივნისს, 18.00 სთ-ზე, რუსთავის თეატრის დიდი სცენაზე, ირაკლი ლომოურის მოთხრობას ,,ჩიჩალაკად ქცეული ქალის ზღაპარი“ რეჟისორი თომა ათანელიშვილი გააცოცხლებს.


როგორ იქცევა თავნება გოგონა ჩიჩალაკად და როგორ დაიბრუნებს  ის ჩვეულ მდგომარეობას ამის გაგების საშუალება მხოლოდ სპექტაკლზე მისულ მაყურებელს ექნება. სპექტაკლი მაყურებელს, ნამდვილ ზღაპრულ-ფერად სამყაროში ამოგზაურებს, დაძაბული თავგდასავლებითა და კეთილი ფინალით.


რუსთავის თეატრი კი აგრძელებს მაყურებლისთვის კომპლექსური სივრცის შექმნას, სადაც ყველა ასაკის და გემოვნების მაყურებლის ინტერესი იქნება  გათვალისწინებული.

 


,,ჩიჩილაკად ქცეული ქალის ზღაპარი“ მე-3 საბავშვო სპექტაკლია, რომელიც რუსთავის თეატრის რეპერტუარს დაამშვენებს.


რეჟისორი  თომა ათანელიშვილი


მხატვარი ლომგულ მურუსიძე


კოსტუმების მხატვარი ანანო დოლიძე


ქორეოგრაფი გია მარღანია


ტექნიკური რეჟისორი ინა ხომასურიძე


მონაწილეობენ: ნანა ბიბილაშვილი, ლაშა მებუკე, გვანცა კანდელაკი, ზაზა თაგოშვილი, ზურა ფიროსმანიშვილი, ლუკა ციხისთავი, რეზო კოღოშვილი, ნიკოლოზ გაგნიძე, ლაშა კანკავა, გიორგი ტოჩილაშვილი, ალბერტ ილარიონი, ალექსანდრა თელია, ნია ტოგონიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ