დღე: 19

ღამე: 14

USD 2.7195

EUR 3.209

ფინეთი და შვედეთი თურქეთთან შეთანხმებას ვერ ასწრებენ - რას წერს გაზეთი „კომერსანტი“ 21.06.2022 16:23

 

ნატოს მადრიდის სამიტის მოახლოების კვალობაზე, რომელიც 29-30 ივნისს უნდა გაიმართოს, რუსულ და დასავლურ პრესაში სულ უფრო მრავლადაა მასალები ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, თურქეთის ნეგატიურ პოზიციაზე და პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მიერ შექმნილ სერიოზულ დაბრკოლებაზე.


რუსული გაზეთის „კომერსანტის“ (КоммерсантЪ) დღევანდელ, 21 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ფინეთი და შვედეთი თურქეთთან შეთანხმებას ვერ ასწრებენ“ (ავტორი - კირილე კროვოშეევი), რომელშიც აღნიშნულია, რომ ანკარაში ფინელების, შვედებისა და თურქების მორიგი შეხვედრა ჩატარდა. მართალია, მხარეებმა აღნიშნეს, რომ „გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს“, მაგრამ უთანხმოება ისევ რჩება. როგორც ცნობილია, საქმე ეხება სკანდინავიის ქვეყნებში ქურთისტანის მუშათა პარტიის „წარმომადგენლობის არსებობას, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის, აგრეთვე იარაღის ემბარგოს მოხსნას, რომელიც ფინეთმა და შვედეთმა თურქეტს დაუწესა.


თურქეთი აცხადებს, რომ სანამ ეს საკითხები არ გადაწყდება, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას არ დათანხმდება. უფრო მეტიც - პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი დაიმუქრა, რომ მადრიდში იგი სტოკჰოლმისა და ჰელსინკის მამხილებელ კონფიდენციალურ დოკუმენტებს წარადგენს.


„თურქეთში ანნტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობები ძლიერდება და ამას ბევრი პოლიტიკური ძალა იყენებს, მათ შორის თვითონ მმართველი პარტიაც - მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ კალიჩოღლუ ამას წინათ აცხადებდა, რომ ნატოს ბაზები თურქეთში საერთოდ უნდა დაიხუროსო. ანკარა თვლის, რომ დასავლეთი მასზე ზეწოლას ახენს, ფინეთისა და შვედეთის მიღების თაობაზე. მოკლედ, როგორც ექსპერტების ამბობენ, მადრიდის სამიტი ახლობდება, მხარეები კი ვერ თანხმდებიან. ალბათ, ფინეთ-შვედეთის განაცხადის განხილვა მომდევნო სამიტამდე გადაიდება.


თავის მხრივ, რასაკვირველია, ფინეთის და შვედეთიც გარკვეულწილად ნაწყენები არიან, რომ მათი თავდაპირველი იმედები არ გამართლდა ალიანსში სწრაფი და დაუბრკოლებელი მიღების შესახებ. ცხადია, შვედეთს თავისი ეროვნული სიამაყე აქვს, ფინეთსაც და თურქეთსაც. როგორც უფსალის უნივერსიტეტის  რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ინსტიტუტის დოცენტი გრეგორი საიმონსი თვლის, ყველა ემოციებს ამჟღავნებს - შვედეთი ბოლო წლებში ნატოსაკენ მიილტვის და იმედოვნებდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, ამ დროს კი თურქეთმა მას ძველი ცოდვები გაუხსენა. სავარაუდოდ, მხარეები მოლაპარაკებას გააგრძელებენ და ნატოს მომავალ სამიტამდე კონსენსუსამდე მივლენ, თუმცა, ეს იოლი არ იქნება“.


წყარო

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ