დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

"ძვირფასო "ოცნებავ“! ასეც-ისეც იღუპებით და ქემაინც ჩაიყოლეთ ეს არამზადები"

ძვირფასო ,,ოცნებავ“! ასეც-ისეც იღუპებით და ქემაინც ჩაიყოლეთ ეს არამზადები. თქვენ აღარაფერი გიშველით, მაგრამ შთამომავლობა მადლობას გეტყვით. მსოფლიო რომ ჯიბეში აქვთ, ექვსი თვე მოგცეს, ამდენიც თუ დაგცალდათ და გახეთქეთ მაინც ბომბები, გამოამზეურეთ ის უამრავი დანაშაული, რაც ჩადენილი აქვს სააკაშვილს და მის ბანდას. არჩევანი არ არის თუ რა? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს.

 

მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს სამართლებრივი მუხლი, რომელიც ამ მანიაკებს ("ნაციონალურ მოძრაობას")  არ დაურღვევიათ. 

 

"ვიცი, აზრი არა აქვს ჩემს ლაპარაკს - ხელისუფლებამ უცბად არ გამიგონოს, ან რამე არ შევასმინო.

 

რუსთაველზე გამოფენილ ბრბოს (დიახ!), რომელსაც ამჯერად ხელში ევროკავშირის დროშა დააჭერინეს და გაგონებაც არ სურს, რომ კაცისმკვლელების კონტრრევოლუციაში იღებს მონაწილეობას. თუმცა, მიუხედავად უსაზღვრო მოთმინებისა, რომლითაც ღმერთმა დამაჯილდოვა, ეს ჯილდო ჩემი ენის გაჩერებაზე არ გავრცელდა. არ შემიძლია ჩუმად ვუყურო, როგორ იღუპება ქვეყანა, ადამიანები თავს როგორ იღუპავენ და ღუპავენ ირგვლივ ყველას, როგორც არაერთხელ უქნიათ მთელი 30 წლის განმავლობაში. მონაგონი იქნება სააკაშვილის „სისხლიანი 9 წელი“, რომელიც ისე აიგდეს, რომ ჩალის ფასი აქვს იმათთვისაც კი, ვინც საკუთარი სისხლი ღვარა... აი, თურმე რას ჰქვია საყოველთაო გამოთაყვანება!

 

დედამიწის ზურგზე სულ მარტო რომ დავრჩე, სულ რომ მაწამონ, თვალებში ნაცარს არ შევიყრი, არა!"- წერს რუსუდან შარაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ