დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

"1941 წლის 22 ივნისს გერმანულმა სამხედრო მანქანამ, ოპერაცია "ბარბაროსას" გეგმით საბჭოთა კავშირს სამი მიმართულებიდან შეუტია" 22.06.2022 14:56

სამხედრო ექსპერტი გიგა ინაშვილი სოციალურ ქსელში დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე წერს.

 

მისი თქმით, ზუსტად ამ დღეს, 1941 წლის  22 ივნისს,  იმ დროისთვის ყველაზე სრულყოფილმა გერმანულმა სამხედრო მანქანამ, ოპერაცია "ბარბაროსას" გეგმით საბჭოთა კავშირს სამი ძირითადი მიმართულებიდან შეუტია.

 

"სსრკ-ზე დარტყმისათვის ვერმახტს აღმოსავლეთის მიმართულებაზე ფორმირებული ჰყავდა 3 საარმიო დაჯგუფება:

 

საარმიო დაჯგუფება „ჩრდილოეთი“ 

 

(გერმ.: Die Heeresgruppe Nord) -  მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ ლეები, უნდა აეღო ბალტიის ქვეყნები და შეტევა გაეგრძელებინა ლენინგრადის მიმართულებით. შემადგენლობა: მე-16, მე-18 და მე-4 სატანკო არმიები. 

 

საარმიო დაჯგუფება "ცენტრი" (გერმ.: Die Heeresgruppe Mitte) - მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ ბოკი, უნდა შეეტია დედაქალაქ მოსკოვისათვის. შემადგენლობა: მე-2, მე-4, მე-9 არმიები,  მე-2 და მე-3 სატანკო არმიები. 

 

დაჯგუფება „სამხრეთი“ (გერმ.: Die Heeresgruppe Süd) - მთავარსარდალი გენერალ-ფელდმარშალი ფონ რუნდშტეტი, უნდა დაეპყრო უკრაინა.

 

შემადგენლობა: მე-6, მე-11, მე-17 არმიები. პირველი სატანკო არმია, რუმინეთის მე-3 და მე-4 არმიები. 

 

სულ 152 გერმანული და 14 რუმინული დივიზია.

 

3,8 მილიონი ჯარისკაცი, 3800 ტანკი, 3072 სხვადასხვა ჯავშანმანქანა, 5369 თვითმფრინავი, 23436 საარტილერიო დანადგარი, 17081 ნაღმსატყორცნი, 600 000 ცხენი, 600 000 ავტომანქანა,"- წერს გიგა ინაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ