"გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება:
"ღარიბაშვილს თუ უსმენთ:
- არცერთი მოთხოვნის შესრულებას ესენი არ აპირებენ. არ იქნება კანდიდატის სტატუსი არც ახლა, არც 6 თვეში. ასე, ევროპის (და უკვე ნატოსიც) გინებაში გაატარებენ ამ პერიოდსაც;
- ს**ზე ჰკიდიათ ამათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ბიძინას კარგად ყოფნა არის, იყო და იქნება მათი ერთადერთი საზრუნავი;
- არაფერი ამ პარლამენტიდან არ გამოვა. ეს მასკარადი არის მაქსიმუმი რაც შეიძლება ნახოს პოლიტიკით დაინტერესებულმა ადამიანმა;
- ყველამ, ვისაც მართლა გვინდა ჩვენმა შვილებმა აქ გააგრძელონ ცხოვრება, როგორც თავისუფალმა ადამიანებმა, უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა, რომ გვერდით გადავდოთ ყველაფერი, რაც გვყოფს. ერთად დავდგეთ როგორც 20-ში, და ამათ წავართვათ ძალაუფლება,"- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge