დღე: 25

ღამე: 17

USD 2.7191

EUR 3.202

"ვისაც დეოლიგარქიზაციის შესახებ რეკომენდაცია გიკვირთ, წაიკითხეთ 100 წლის წინანდელი პრესა" 22.06.2022 17:38

ვისაც დეოლიგარქიზაციის შესახებ  ევროკომისიიდან გამოგზავნილი რეკომენდაცია გიკვირთ, წაიკითხეთ 100 წლის წინანდელი პრესა, ეროვნულ ბიბლიოთეკაშია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს.

 

მისი თქმით, დაუნდობლად იბრძოდნენ ხალხის სახელით პროლეტარიატის დიქტატურის დროს!

 

"ბოლოს კი ის პროლეტარებიც, ვინც დახვრეტას გადაურჩა, გულაგში დააბინავეს უფასო მუშახელად!


სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ იმ დროს, როცა მდიდრებს ართმევდნენ, ღარიბებს უნდა მივცეთო, შვეიცარიის ბანკების ანგარიშებზე ათობით მილიონი დოლარი ჰქონდათ ლენინს, ტროცკის, ძერჟინსკის, კამენევს, ზინოვიევს, ბუხარინს და სხვა ამხანაგებს, სტალინის გარდა!


ჰო, ასე იყო, - "ლენინს უყვარდა ბავშვები..."


მიშასაც!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ