დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

ხარკოვში თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ - ბოლო ცნობები უკრაინდიდან

ომის 119-ე დღე


ბოლო ცნობები უკრაინიდან

 

 

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვის წინააღმდეგ, ბოლო დღეებში, ახალი სარაკეტო თავდასხმა დაიწყო.

 

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამშაბათს და ოთხშაბათს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.

 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დარტყმების მიზანი ქალაქის „მოსახლეობის ტერორია“. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თავდასხმები არის რუსეთის მცდელობა, უკრაინა აიძულოს, ძალები დონბასის რეგიონიდან გაიყვანოს.

 

 

„იდეა არის, რომ შეიქმნას ერთი დიდი პრობლემა ჩვენი ყურადღების გადასატანად და გვაიძულოს, ჯარები სხვაგან გადავიყვანოთ. ვფიქრობ, ესკალაცია იქნება,“- აღნიშნა არესტოვიჩმა.

 

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო კი,  რუსეთს ოლქში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებაში ადანაშაულებს.

 

„ღამე ისევ დაბომბვა. მტერმა ექვსჯერ დაარტყა კრივი რიჰის რაიონს, მზაკვრულად დაუმიზნა საცხოვრებელ უბნებს. ქალაქი ნაწილობრივ შუქისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. დაბომბვის შემდეგ ქუჩებსა და ეზოებში კასეტური საბრძოლო მასალები დარჩა,“- წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“.

 

გუბერნატორი მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. „არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ საეჭვო ობიექტებს,“- წერს ვალენტინ რეზნიჩენკო.

 

რუსული ძალები კი, დონბასის რეგიონის ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთის მისადგომებისკენ დიდი ალბათობით, 5 კილომეტრით დაწინაურდნენ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

 

უწყების თქმით, რუსეთის მცდელობები, რომ დასავლეთ დონეცკის რეგიონი აიღოს, შეფერხებულია.

 

„19 ივნისიდან მოყოლებული, რუსული ძალები ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთის მისადგომებისკენ დიდი ალბათობით, 5 კილომეტრით დაწინაურდნენ. ზოგიერთმა უკრაინულმა შენაერთმა, სავარაუდოდ ალყაში მოქცევისგან თავის არიდების მიზნით, უკან დაიხია. რუსეთის გაუმჯობესებული მაჩვენებლები ამ სექტორში სავარაუდოდ, დანაყოფების ბოლოდროინდელი გაძლიერებისა და ცეცხლის მასობრივი გახსნის შედეგია. რუსული ძალები ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მონაკვეთს მზარდი ზეწოლის ქვეშ აყენებენ, თუმცა მათი მცდელობები, რომ დასავლეთ დონეცკის რეგიონის აღების მიზნით უფრო მძლავრი ალყა შემოარტყან, შეფერხებულია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ