დღე: 34

ღამე: 20

USD 2.716

EUR 3.1753

"რაშისტები" კიდევ მესამე მსოფლიო ომით იმუქრებიან!"- ალექსი პეტრიაშვილი 23.06.2022 11:33

გუშინ ისეთი ლამასსი სანახავი იყო, კამიკაძე დრონი როსტოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რო დაეცა და ააფეთქა? იფ იფ იფ! ცოტა ადრე კიდევ უკრაინელებისგან მოპარული გაზის მოპოვებული ბურღები დაუბომბეს შავ ზღვაში ჩვენებმა ურდოს,"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.

 

მისი თქმით, ვიდრე დამადასტურებელი ვიდეოები არ დაიდება, ვერ ვიტყვით გადაჭრით, მაგრამ ჰერსონში უკრაინელების შესვლას ოფიციალური კიევიც არც უარყოფს და არც ადასტურებს! 

 

"მოთმინება ძვირფასებო, მოთმინებაა! 

 

აღმოსავლეთში კი გვიჭირს - ლისიჩანსკისკენ მოიწევს ურდო და სევეროდონეცკშიც ქუჩის ბრძოლები გრძელდება, მაგრამ ურდოს ძალიან დოდი დანაკარგები აქვს, გამოფიტულია და საერთოდ შეტევის ტემპი მაგრად შენელდება უახლოეს კვირებში! დნრ/ლნრ-ოვცების (ძალაუნებურად თავის კარგად გამოვიდა) 55% მიწაშია, კაბზონის კონცერტზე მაგნებს არ უშვებენ.

 

პირველი ფრთხილი ოპტიმიზმის მერცხლები გამოჩნდა მარიუპოლის მებრძოლების მიმართულებით. შესაძლოა, მათი დიდი ნაწილი გათავისუფლდეს და სამშობლოში დაბრუნდეს. მეთაურების საქმე რა თქმა უნდა უფრო რთულად იქნება! 

გუშინ კიდევ დაბომბეს მიკოლაევი სამხრეთში და ხარკოვი აღმოსავლეთში, ოღონდ ეს არ არის შეტევისთვის მოსამზადებელი დაბომბვა - ეს უფრო შემაკავებელია, რომ ჩვენებმა საზღვარი მთლიანად არ გადაუკეტონ ამ მონაკვეთზე ურდოს. მაინც ასე მოხდება! 

 

ამასობაში ლიეტუვას საზღვრებთან ამ ვითო -ვითო მეორე არმიამ, ანუ ურდომ სარაკეტო შეიარაღების გამოყენებით წვრთნები დაიწყო! ჯიგრებმა ლიეტუველებმა სახმელეთო გზებიც გადაუკეტეს კალინინგრადში სანქცირებული ტვირთების არდასაშვებად და გაზის მილის გადაკეტვითაც იმუქრებიან! რაშისტები კიდევ მესამე მსოფლიო ომით იმუქრებიან! 

 

კანცლერმა შოლცმა გუშინ ისეთი სფიჩი დაარტყა ბინდესტაგში, უკრაინის ელჩმა გერმანიაში უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები სარდელზე და ბოდიშსაც პირადად მოვუხდიო! 

 

მარშალის გეგმა უკრაინისთვის იქნება დიდი შვიდეულის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი თემა! 

 

როგორც ჩანს, პროგრესია თურქეთთან შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე! ვნახოთ თუ მოესწრება შემდეგ კვირამდე, მაგრამ რომც არ, ეგ საკითხი გადაწყვეტილია და ფეჩათის დადება ღა აკლია! 

 

თურქებს ასევე პოზიტიური სიახლეები აქვთ უკრაინული ხორბლის დებლოკადაზე! თურქული სატვირთო გემიც კი გავიდან უკრაინული პორტიდან ზღვაში ხორბლით დატვირთული! 

 

და ბოლოს! გულწრფელად მიხარია ჩვენი უკრაინელი და მოლდოველი მეგობრების ამბავი - დღეს ოფიციალურად გახდებიან კანდიდატები!  ჩვენ კი ეეეეჰჰჰ, დღეს უნდა გვეზეიმა ჩვენც, მაგრამ მოგვიწევს ჯერ კიდევ ბრძოლა! ჩიტებზე აქ არაფერს ვიტყვი! არ არის მაგის ადგილი აქ! 

 

უკრაინა გაიმარჯვებს!

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს! 

გაუმარჯოს საქართველოს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ