დღე: 25

ღამე: 16

USD 2.7191

EUR 3.202

"თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია" - ლატვიის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს 23.06.2022 13:45

წარმატებისათვის საჭიროა ევროპული ორიენტაციის ერთსულოვნება, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი სოციალურ „ტვიტერში“ წერს, რითაც საქართველოს პრეზიდენტის,  მიმართვას ეხმაურება.

 

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

 

„ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ