დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"ბატონო ბილდტ, ტრაგედია შვედეთისა და თანამედროვე ევროპისთვის ხართ თქვენ!" 23.06.2022 14:30

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, "კვირას" პრესკლუბში, შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, კარლ ბილდტის “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

„ბატონო ბილდტ, ტრაგედია შვედეთისა და თანამედროვე ევროპისთვის ხართ თქვენ! სახე დეგრადირებული ევროპული ბიუროკრატიის! თქვენი კორუფციული შლეიფით აფრიკიდან საქართველომდე. კომპანია “კრეაბის” მეშვეობით, უკანონოდ მითვისებული საბიუჯეტო სახსრებით, რუსული ენერგოკომპანიების ლობირებით და მათთან თანამშრომლობით! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ, რას ჰგავს დღევანდელი ევროპის ტრაგედია!“, – მამართავს გოგა ხაინდრავა კარლ ბილდტს.

 

ცნობისთვის, კარლ ბილდტის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი “რელსებიდან გადავიდა” და ის „ძალიან კარგი ქვეყნის ტრაგედიაა“ , პრემიერის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

 

“კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს,” – განაცხადა პრემიერმა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ