დღე: 20

ღამე: 9

USD 2.8286

EUR 2.7618

"რომ გვეომა, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს" - ირაკლი კობახიძე 23.06.2022 15:59

რომ გვეომა, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს. მგონი, ომს სჯობდა გვქონდეს ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა, აღიარებული პერსპექტივით“, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც კობახიძე განმარტავს, საქართველო ყველა მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინა არის და „ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა“.

 

„99 პროცენტით ევროპული საბჭო გაიმეორებს კომისიის დასკვნას, რაიმე ცვლილებას არ ველოდებით. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ საქართველო ყველა პარამეტრით მოწინავეა. საქართველო ყველა მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ არის. ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა.

 

ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი. მაკრონმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ კანდიდატის სტატუსს. რომ გვეომა, რა თქმა უნდა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს. მგონი, ომს სჯობდა გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა, აღიარებული პერსპექტივით“,- აღნიშნავს კობახიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ