დღე: 19

ღამე: 14

USD 2.7195

EUR 3.209

"ფაშისტების თავდასხმის 81-ე წლისთავს, პრემიერმა საქართველოს პარლამენტში „ნიურნბერგის პროცესი“ მოაწყო" - არნო ხიდირბეგიშვილი 23.06.2022 16:15

2022 წლის 22 ივნისს, ფაშისტების თავდასხმის 81-წლისთავს, პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „ნიურნბერგის პროცესი“ მოუწყო მიშტლერის ნაცისტურ რეჟიმს!, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლა პარლამენტში საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმის" გენერალურმა  დირექტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

 

"1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია დაგვესხა თავს.

 

2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში „ნიურნბერგის პროცესი“ მოუწყო მიშტლერი სააკაშვილის ნაცისტურ რეჟიმს, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილია სხვადასხვა სახელწოდების რამდენიმე ფრაქციით. სამწუხაროა, რომ ბრალდებულები დეპუტატის სავარძლებში ისხდნენ და არა განსასჯელის სკამზე, მაგრამ ღარიბაშვილის ხელისუფლება ამ კაზუსს მალე გამოასწორებს - „თქვენ მოგიწევთ პასუხის გაცემა - ვის ემსახურებით!" - ამ სიტყვებით პრემიერმა რადიკალურ ოპოზიციას უკვე მეორედ მიმართა.

 

პარლამენტში წინასწარ წარდგენილ 160-გვერდიან წლიურ ანგარიშზე კომენტარის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გააცნო პარლამენტსა და მოსახლეობას მსოფლიო რეიტინგების შთამბეჭდავი სია, რომლებშიც საქართველო წამყვან პოზიციას იკავებს - დაბალი კორუფცია, ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივე, ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ა.შ. თუმცა, პრემიერის თითოეული წინადადება წყდებოდა დარბაზიდან ნაცისტ-საკაშისტების ისტერიული შეურაცხყოფებით, რამაც აიძულა პრემიერი კონკრეტულად ჩამოეთვალა სააკაშვილის რეჟიმის ყველა მოღალატური ქმედება - მასობრივი წამება, გაუპატიურება და მკვლელობა, სამშობლოს არაერთგზის ღალატი, ბიზნესმენების რეკეტი და მოსახლეობის ტერორი. ღარიბაშვილმა პირდაპირ დაასახელა მოღალატეები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ძირგამომთხრელ საბოტაჟსა და სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ. სახელმწიფოში ყველა დროში ასეთი დანაშაულების მეასედის გამო დამნაშავეებს სიკვდილით დასჯიდნენ, ან სამუდამო პატიმრობას მოიხდიდნენ! თუ საქართველო რომელიმე პარამეტრით დღეს არ იმსახურებს ევროკავშირს, ეს ფსიქიკურად დაავადებული მოღალატე ოპოზიციაა! და კიდევ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის პრეზიდენტს არავინ უჭერს მხარს - ქვეყნის არც ერთი მოქალაქე, სამაგიეროდ ყველას სძულს!

 

„ვნახოთ, თქვა ბრმამ“ - საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ მხოლოდ ბრმა ვერ ხედავს, რომ საქართველოს სათავეში მამაცი და განათლებული ქართველი - პატრიოტი პრემიერ-მინისტრი დგას, ოპოზიციას კი წარმოადგენენ ადამიანები, რომელთა მანკიერებებზეც საქართველოში ლეგენდები დადის - მოუწესრიგებელი ოჯახები და გარყვნილი პირადი ცხოვრება, ნარკომანია, ღალატი და მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული გამყიდველობა!" - წერს არნო ხიდირბეგიშვილი.

 

ცნობისათვის, გუშინ საქართველოს პარლამენტში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს მოუსმინეს. მოსმენა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ოპონენტებმა პრემიერს გამოსვლა არაერთხელ შეაწყვეტინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს პროცედურული რეგლამენტის დაცვისაკენ რამდენჯერმე უშედეგოდ მოუწოდა. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ