დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

"უკრაინა იმედგაცრუებულია ისრაელის მთავრობისგან მიღებული მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერით" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იმედგაცრუებულია იმ მატერიალური და დიპლომატიური მხარდაჭერით, რომელიც ისრაელის მთავრობისგან მიიღო.

„სამწუხაროდ, დახმარების უმეტეს ნაწილზე, რომლის მიღება ისრაელისგან გვსურს, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ მივიღეთ ეს დახმარება. გახსოვდეთ, რამდენად მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, როგორია ჩვენი კავშირები და როგორი უნდა იყოს ჩვენ შორის ურთიერთგაგების დონე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„როდესაც მთავრობები სანქციებს აწესებენ რუსეთის წინააღმდეგ, ეს არ ეხება ბიზნესს. ეს ეხება ღირებულებებსა და ზოგად უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვხედავთ, რომ ისრაელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ