დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

რატომ არ გაიმართება ევროვიზია 2023 უკრაინაში -ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადება

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ევროვიზია-2023 უკრაინაში არ გაიმართება. ამის შესახებ აღნიშნულია EBU-ს ოფიიალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

"EBU-ს სრულად ესმის საზოგადეობის იმედგაცრუების, რომელიც ორგანიზატორების გადაწყვეტილებით არის გამოწვეული კონკურსი არ გაიმართოს უკრაინაში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

"ჩვენთვის პირველ ადგილზე იყოს და არის პირობების შესრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ღონისძიების ყველა თანამშრომლისა და მონაწილის უსაფრთხოება. ღონისძიების დაგეგმვა კი ქვეყანაში, სადაც კონკურსი იმართება პირდაპირ ახლა უნდა დაიწყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, ევროვიზია-2023-ის საორგანიზაციო სამუშაოებისთვის აკრედიტირებულია სულ მცირე 10 ათასი ადამიანი, მათ შორის გადამღები ჯგუფები, თანამშრომლები, ჟურნალისტები და ა.შ. მოსალოდნელია, რომ ღონისძიებაზე დაესწრება 30 ათასამდე ადამიანი მთელი მსოფლიოდან.

 

 

"მათი უსაფრთხოება - ჩვენი მთავარი საზრუნავია", - ამბობენ EBU-ში.

 

 

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ევროვიზია-2023-ის გამართვა უკრაინაში შეუძლებელია და სიმღერის კონკურსი ბრიტანეთში უნდა გაიმართოს. კონკურსის წარმომადგენელმა უკვე მიმართა დიდ ბრიტანეთს, რომელმაც წელს კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.

 

უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა არ ეთანხმება EBU-ს გადაწყვეტილების შინაარს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ