დღე: 34

ღამე: 20

USD 2.716

EUR 3.1753

"საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან, ვიდრე ოდესმე"- კახა კალაძე 24.06.2022 03:27

დიდი მადლობა ევროპულ საბჭოს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის! მაშინ, როცა უფრო მეტი სამუშაოა გასაკეთებელი, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნებასთან, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ თბილისის მერმა და “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ტვიტერზე“ დაწერა.

„ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ გარდამტეხ მომენტს!“, - აღნიშნა კალაძემ.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, ხოლო წევრობის კანდიდატობას კი მიიღებს დასახული პირობების შესრულების შემდეგ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ