დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

"ვინ არის დამნაშავე? ივანიშვილი-ღარიბაშვილი-კობახიძე მთელ "ქართულ ოცნებასთან" ერთად?"

დიახ, მოსახდენი მოხდა. საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსი, რომელიც გარანტირებულად ხელში გვეჭირა (სხვათა შორის ჩვენ და უნებურად, მხოლოდ უკრაინის სიმტკიცის წყალობთ) და  თვალსა და ხელს შუა გამოგვეცალა,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი საერთაშორისო საკითხში, ზურაბ მარშანია წერს.

 

მისი თქმით, დავრჩით ერთობ  ბუნდოვანი "ევროპული პერსპექტივის" ამარა. 

 

"ვინ რის დამნაშავე? ივანიშვილი-ღარიბაშვილი-კობახიძე მთელ ქართულ ოცნებასთან ერთად? რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ვიქნებით ასე პრიმიტიულები. შევხედოთ მომხდარს ცოტა განზოგადებულად. ჩვენს თავს გადამხდარი მორიგი, სამარცხვინო პოლიტიკური კატასტროფის (ვიცი რომ ბევრისთვის ეს კატასტროფა კი არა ზეიმია, მაგრამ მოდი ამჯერად ამაზე ნუ ვიდავებთ). სხვა მიზეზებიდან ამჯერად მხოლოდ ერთზე მინდა გავამახვილო ყურადღება - პოზიციაზე, რომელიც ზოგიერთი ჩვენი რეტროგრადი, დოგმატიკოსი და უკიდურესად ორთოდოქი ინტელექტუალებისთვისაა დამახასიათებელი. თანამედროვე, XXI საუკუნის პოლიტიკაზე საუბრისას სასაცილოა 2500 წლის წინანდელი და თანაც ერთობ სადავო ნარატივების გამოყენება. 


ძველი ბერძნული (სოლონის) კანონმდებლობა ავალდებულებდა ათენის მოქალაქეებს შიდა, სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტებს დროს ერთ-ერთ დაპირისპირებულ ბანაკში ყოფნას. საპირისპირო ნარატივის ავტორი პლატონი თავის ნაშრომებში დემოკრატიას თითქმის ტირანიასთან აიგივებდა და მმართველობის საუკეთესო ფორმად ავტორიტარიზმს (განათლებულ მონარქიას) თვლიდა. პოლიტიკური აზროვნება ვითარდება და წარსულის, თანაც მცდარი, დოგმების ბრმა კალკირება და მათი თანამედროვეობაზე ხელოვნურად  მორგება არა მარტო ნონსენსია, არამედ ჩვენი ქვეყნისათვის უაღრესად მავნე, ვინაიდან საქართველოს სწორედ ორი ზემოთაღნიშნული, ძველი დოგმიდან გამომდინარე უბედურება ანგრევს: პოლიტიკური პოლარიზაცია და ავტორიტარიზმი. სხვათა შორის ამ ორი ამაზრზენი მოვლენის აღმოფხვრას ითხოვს პირველ რიგში საქართველოსაგან ევროპა. მოხდება კი ეს? არ ვიცი. დარწმუნებული კი სხვაში ვარ. ჩვენი თანამემამულეების კრიტიკულად დიდი ნაწილი წარსულშია ჩარჩენილი, რასაც ვერ ხვდება და არც აქვს სურვილი თვალი გაუსწოროს სინამდვილეს. რას იზამ, როგორც ერთი ბრძენი ადამიანი იტყოდა ხოლმე: "ასეა, როცა ადამიანი არ არის ჩართული საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში,"- წერს ზურაბ მარშანია.

 

ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ეს ისტორიული მომენტია - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

„დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ისევე როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა”, - განაცხადა მიშელმა.

 

ასევე, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა "ტვიტერზე" დაწერა.

 

როგორც მიშელი წერს, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

 

“ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”, - წერს მიშელი "ტვიტერზე" ქართულ ენაზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ