დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რომში საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 26.06.2022 12:49

იტალიის დედაქალაქ რომში დასრულდა  მატეო პელიკონეს სახელობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის  და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა.

ვერცხლის მედლებს გივი მაჭარაშვილი, ტარზან მაისურაძე და მირიან მაისურაძე დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი თეიმურაზ ვანიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, ზაურ ბერაძე და ელიზბარ ოდიკაძე გახდნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ