დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

New York Times: უკრაინაში მუშაობს აშშ-ის CIA-ს და ნატოს ქვეყნების სპეცდანიშნულების ნაწილების ინსტრუქტორების ქსელი 26.06.2022 20:53

გაზეთი New York Times-ი, აშშ-ის და ევროპის კავშირის პოლიტიკურ წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინაში მუშაობს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) და ნატოს ქვეყნების სპეცდანიშნულების ნაწილების ინსტრუქტორების ქსელი.

ინსტრუქტორები ნატოს ბაზებზეც იმყოფებიან უკრაინის გარეთ. კომანდოსები, როგორც გაზეთის წყაროები ამტკიცებენ, კოორდინირებას უწევენ უცხოეთიდან სამხედრო დახმარების ნაკადს უკრაინაში და უკრაინის სამხედროებს აწვდიან სადაზვერვო მასალას, რაც შეიარაღებითა და აღჭურვილობით დატვირთულ კოლონებზე თავდასხმის საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება.

გაზეთი წერს, რომ საკუთრივ ფრონტის ხაზზე, ნატოს სამხედრო ინსტრუქტორები არ იმყოფებიან და ისინი საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ. მოხალისეები დასავლეთის ქვეყნებიდან ირიცხებიან უკრაინის სამხედრო ძალების უცხოელთა ლეგიონში.

ომის დაწყებიდან მალევე, აშშ-ის არმიის სპეციალურ დანიშნულების ძალების მეათე ჯგუფმა, რომელიც ადრე უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმის წვრთნით იყო დაკავებული, ნატოელი მოკავშირეების ჯართან ერთად შექმნა უკრაინის დახმარების საკოორდინაციო უჯრედი. ახლა მასში 20 ქვეყანა შედის.

აშშ-ის არმის წარმომადგენლის, კრისტინ ვორმუტის თანახმად, უჯრედი ეხმარება უკრაინელებს კოლონების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, როცა დასავლეთიდან დახმარება მოდის და უკრაინის არმიას აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას რუსეთის არმიისგან მომავალი საფრთხის შესახებ.

ამ სამუშაოს დიდი ნაწილი, წერს New York Times-ი, უკრაინის გარეთ სრულდება, გერმანიის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ბაზებზე.

გაზეთის თანახმად, „მაშინაც, როცა ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ არ განათავსებს ამერიკის ჯარს უკრაინაში, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ზოგიერთი თანამშრომელი აგრძელებს საიდუმლოდ მუშაობას ქვეყანაში, ძირითადად კიევში და აწვდის დიდი რაოდენობით სადაზვერვო მასალას, რომელსაც აშშ უზიარებს უკრაინის ძალებს, იტყობინებიან ახლანდელი და ყოფილი ოფიციალური პირები“.

საკოორდინაციო უჯრედი შექმნილია იმ სტრუქტურის მსგავსად, რომელიც მოქმედებდა ავღანეთის კონფლიქტის დროს. ეს არის დახმარების ბევრი ინიციატივიდან ერთ-ერთი, რომელიც პენტაგონის ევროპის განყოფილების მეთაურობით მოქმედებს. მაგალითად, წერს გაზეთი, გერმანიაში, სამხედრო ბაზა რამშტაინზე, მუშაობს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ჯგუფი „რუხი მგლები", რომელიც კონსულტაციას უწევს უკრაინის სამხედრო -საჰაერო ძალებს ტაქტიკის საკითხებში.

აშშ და ევროპის ქვეყნები ფართო საფინანსო დახმარებასთან ერთად უკრაინას მხარში უდგანან და შეიარაღებას აწვდიან ომის დაწყების შემდეგ. 24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინა მიიღებს დამატებით 450 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას, მათ შორის, კიდევ ოთხ სარაკეტო სისტემას, რომლებსაც კიევი განსაკუთრებულად აქტიურად ითხოვდა.

პენტაგონის ცნობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა უკრაინას გაუწია 6.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ