დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7877

EUR 2.8426

რუსეთს საუკუნის დეფოლტისგან რამდენიმე საათი აშორებს - Bloomberg 26.06.2022 22:29

რუსეთს მხოლოდ რამდენიმე საათი აშორებს დეფოლტისგან. ამაღამ, 26 ივნისს, სრულდება სახელმწიფო ობლიგაციების $100 მილიონის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი. ამის შესახებ Bloomberg წერს.

თუ ინვესტორები არ მიიღებენ ფულს ვადაში და რუსეთი ობლიგაციების პროცენტს დოლარში არ გადაიხდის, დეფოლტი მოხდება ორშაბათს, 27 ივნისის დილით.

რუსეთისთვის ეს იქნება პირველი საგარეო დეფოლტი მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა 1918 წელს ცარისტული ეპოქის ვალზე უარი თქვეს.

„დეფოლტი სიმბოლური მოვლენაა. რუსეთის მთავრობამ უკვე დაკარგა დოლარში დენომინირებული ვალის გაცემის უნარი. რუსეთს უკვე არ შეუძლია სესხის აღება უცხოეთის უმეტეს ქვეყნებში“, - განაცხადა ტოკიოს ნომურას კვლევით ინსტიტუტის ეკონომისტმა ტაკაჰიდე კიუჩიმ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ