უთხარით ეს ევროვერდიქტის ავტორებს, ბარონესა ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელს, ჟიგიმანტას-ფოტიგა-კრამონებს, რომ თამარის ეპოქაში, ხელისუფლების დანაწილების იდეის წარმოშობა (ყუთლუ-არსლანის დასის ინიციატივა-ისნის კარავი) 3 წლით წინ უსწრებს ესპანეთში, კასტილიის სამეფოში 1188 წელს კორტესების მოწვევას, ხოლო 30 წლით უსწრებს 1215 წელს ინგლისელი ბარონების მიერ მეფე ჯონ უმიწაწყლოსთვის თავსმოხვეულ „თავისუფლების დიდ ქარტიას“ (მაგნა კარტა), რომლის საფუძველზეც ინგლისში პარლამენტის დაფუძნება მოხდა 1265 წელს!, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
"ეს იყო ძალაუფლების დანაწილების ქართული მოდელი, რომლის საფუძვლები ლოკმა და მონტესკიემ შეიმუშავეს XVII-XVIII საუკუნეებში, მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ! ეს იყო „მესამე წოდების“ ამბოხება მეფის ხელისუფლების შესაზღუდად და ძალაუფლების გადასანაწილებლად და მას მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა!" - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge