დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"იქნებ ჩვენ მაინც ვუპატრონოთ ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობას და გამოვცეთ მისი ნაწერების მე-10 ტომი" 27.06.2022 12:52

2023  წელს  180  წელი  სრულდება  უდიდესი  ქართველი  მოაზროვნისა  და  ეროვნული  მოღვაწის,  "ულმობელი  საქმის  კაცის"(არჩილ  ჯორჯაძე),  ევროპაში  ცნობილი  ერთადერთი  თერგდალეულის  ნიკო  ნიკოლაძის  დაბადებიდან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე წერს.

 

 

მისი თქმით, ის  იყო  პირველი ქართველი  დოქტორი, ბრწყინვალე  ეკონომისტი  და  იურისტი, პუბლიცისტი  და  ჟურნალისტი, ჟურნალ-გაზეთების  გამომცემელი  ქართულ  და  უცხოურ ენებზე,  ფოთის  აღმაშენებელი  და  4-ჯერ  არჩეული  ქალაქის  თავი(მერი),  ახალი  ტექნოლოგიური და  პოლიტიკური  იდეების  გენერატორი  საქართველოში,  ევროპის  სამწერლობო(ჰიუგო, ზოლა,  ალფონს დოდე), ბიზნეს(როტშილდები და ნობელები), პოლიტიკურ(გამბეტა, ლუი ბლანი და სხვ.),  სამეცნიერო(მარსელ  დეპრე  და  სხვ.)ელიტებთან დაახლოებული  ერთადერთი  ქართველი,  ქართულ  მარგანეცზე  და ქვანახშირის და  სხვ. მოპოვებაზე  მზრუნველი  ადამიანი, საქართველოს  რკინიგზის  ყველა  ძველი  ხაზის  ამშენებელი  და  ორგანიზატორი, ფოთის  პორტის  და  დიდებული  ტაძრის  აღმშენებელი  და  ა.შ.  

 

"ამ  მართლაც  გენიოსმა  კაცმა  დიდი  თეორიული  მემკვიდრეობა  დატოვა. 1961  წლიდან  დაიწყო  მისი 20  ტომეულის  გამოცემა,  დღემდე  გამოსულია  მისი  ნაწერების  მხოლოდ  9  ტომი.   ბოლო  ტომი  გამოვიდა  13  წლის  წინ.  უკვე  რამდენი  წელია  გამზადებულია  მისი  ნაწერების  მე-10  ტომი,  მაგრამ  არ  გამოჩნდა ღვთისნიერი  ადამიანი,  ვინც  ამ  და  მომდევნო ტომების  გამოცემას  დააფინანსებდა- ეს  არც  დამოუკიდებელი  საქართველოს არც  ერთ  ხელისუფალს არ ანაღვლებდა,  არც  თბილისის,  ქუთაისის  და  ფოთის  მერიებს,  არც  ბიზნესმენებს და  ქველმოქმედებს,  არც  მილიონერ პარლამენტარებს და  არც  გაქსუებულ  გამომცემლობებს.  

 

ეს  სამარცხვინო  და  სატირალი  რამაა,  მაგრამ  არ რცხვენიათ. მინდა  მოგმართოთ  ისევ  ღარიბ  პატრიოტებს  და  სინდის  შემორჩენილ  ადამიანებს  აქ  თუ  ემიგრაციაში.  იქნებ  ჩვენ  მაინც  ვუპატრონოთ  ამ  უდიდესი  ქართველის მემკვიდრეობას-  ჯერ  გამოვცეთ  მე-10  ტომი  და  შემდეგ  კი  მომდევნო  ტომებიც, რომელიც  მართლა  განძია  მომავალი  საქართველოსათვის- ჩვენს  გარდა  აღარ  დარჩა  მისი  პატრონი  და  გულშემატკივარი.  ქვემოთ  ვწერ  ანგარიშის  ნომერს  და  ვისაც  რა  შეგიძლიათ  ჩარიცხეთ,  თუნდაც  1  ლარი:   საქართველოს  ბანკი:GE25BG 0000000 1419 52100, - წინასწარ  გმადლობთ,"- წერს ვაჟა შუბითიძებ

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ