დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"არალეგიტიმური „ტექნიკური მთავრობის“ შექმნას, რა თქმა უნდა არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან - ზაალ ანჯაფარიძე 27.06.2022 13:46

„ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციონალისტების აზრი გაიყო. მათი უმეტესობა სრულიად სამართლიანად უწოდებენ ამ იდეას არაკონსტიტუციურს. თუმცა, არიან კონსტიტუციონალისტები, რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს „ტექნიკურ მთავრობას.“ მერე შევლენ მშვიდად აუდიტორიაში და სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ კონსტიტუციაზე“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

„24 ივნისის მიტინგოსნების მიერ მოთხოვნილი ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ ლეგიტიმურობისა და კონსტიტუციურობის შესახებ, კონსტიტუციონალისტების აზრი გაიყო. მათი უმეტესობა, რომლებიც ნამდვილად არ გამოირჩევიან ხელისუფლების მიმართ სიმპათიებით, სრულიად სამართლიანად უწოდებენ ამ იდეას არაკონსტიტუციურს.

 

თუმცა, არიან კონსტიტუციონალისტები „20 ივნისის საზოგადოებიდან“ რომლებიც მხურვალედ უჭერენ მხარს „ტექნიკურ მთავრობას.“ მერე შევლენ მშვიდად აუდიტორიაში და სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ კონსტიტუციაზე.


არალეგიტიმური „ტექნიკური მთავრობის“ შექმნას, რა თქმა უნდა არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან. თუმცა, ბევრი საერთო აქვს იმ მოვლენასთან რასაც ეწოდება „პუტჩი.“ კარგი და ცუდი პუტჩი კი არ არსებობს. პუტჩი პუტჩია, და საქართველომ უკვე ორჯერ იწვნია მისი მძიმე შედეგები“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ