დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7877

EUR 2.8426

"რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს" 28.06.2022 13:13

"ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველოს უწევს დანის პირზე სიარული." - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე.

 

ანალიტიკოსი ეხმიანება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის ღია მუქარას მოლდოვის მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება.

 

"რუსეთი მოლდოვას პირდაპირ ემუქრება და რაც უკრაინაში ჩაიდინა იმავეს გაიმეორებს...

 

ვინმე შეუშლის ხელს?

 

ძალიან სწორი პოზიცია დაიჭირა საქართველომ, რომ არ აჰყვა ემოციებს, უაზრო სანქციებს და მიზანმიმართულად პრაგმატული პოლიტიკა გაატარა.

 

მოლდოვამ მიიღო სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა სანქციების დაწესებაზე, რაზედაც პირდაპირი მუქარა მიიღო.

 

რაც დრო გავა, უფრო და უფრო დაფასდება ის სამშვიდობო პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს," - წერს ანალიტიკოსი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ