დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"სხვა რა შეუძლიათ ამ ავადმყოფებს მართლა!"- ალექსი პეტრიაშვილი 29.06.2022 12:58

ალექსი პეტრიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"უნდა დავიწყო იმით, რომ პუტლერს გაუფართოვეს.... ნატო ზედ საყვარელ ლენინგრადთან! შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება იქნება მადრიდის სამიტის მთავარი, ან ერთ-ერთი მთავარი შედეგი! კიდევ ნაცვლად შემცირებისა, გაიზრდება სწრაფი რეაგირების ძალები 300 ათასამდე და გაიზრდება როტაციის საფუძველზე აღმოსავლეთ ფლანგზე დისლოცირებული ნატო-ს კონტინგენტი! 

 

უნდა გავაგრძელო იმით, რომ ნოემბერში პუტლერი ინდონეზიაში აპირებდა დიდი ოცეულის სამიტზე წასვლას. ინდონეზიის პრეზიდენტმა, მაგის ფეხი არ იქნება აქო! 

 

გუშინ ღამე ზელენსკიმ ვიდეო დაუდო ურდოს - X-22 რაკეტა როგორ ხვდება პირდაპირ სავაჭრო ცენტრს და მოითხოვა გაეროსგან აღიარონ ეს როგორც ტერორისტული აქტი! 

 

აშშ-მ ოქროც აკრძალა, კამაზი და ტუპოლევიც დაასანქცირა და ზედ წინა კანძელაკი და მისი ქმარიც დააყოლა! სია უფრო დიდია, მაგრამ წინა მაინც წინაა! 

 

დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ტერიტორიაზე გუშინ ისევ ააფეთქეს ჩვენებმა შეიარაღების საწყობები და სამხედრო კაზარმები! ერთი ათასად!

 

დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკშიც გუშინ ისმოდა აფეთქებები! 

 

ჩვენებმა მოიგერიეს მორიგი შეტევა სლავიანსკის მიმართულებით! ურდო ბომბავდა გუშინ და დღეს დილიდან დნეპროპეტროვსკს, ხარკოვს და მიკოლაევს! ოდესის ოლქშიც ჩავარდა ერთი რაკეტა! სხვა რა შეუძლიათ ამ ავადმყოფებს მართლა! 

უკრაინას იარაღი ჩქარა! 

უკრაინა გაიმარჯვებს! 

დიდება უკრაინას!

დიდება გმირებს!

დიდება ერს!

სიკვდილი მტერს!

გაუმარჯოს საქართველოს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ