დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

უკრაინასთან ომში რუსეთის პერსპექტიული გამარჯვების ხუთი მიზეზი - რას წერს გერმანული გაზეთი „დი ველტი“ 29.06.2022 12:59

გერმანული გაზეთი „დი ველტი“ (DieWelt) აქვეყნებს სამხედრო ექსპერტის მარტინ კრეველდის სტატიას სათაურით „უკრაინასთან ომში რუსეთის პერსპექტიული გამარჯვების ხუთი მიზეზი“.

 

როგორც ავტორი აღიარებს, ომის დაწყების პირველ ეტაპზე, ისევე როგორც დასავლელი დამკვირვებლების აბსოლუტური უმრავლესობა, დაწმუნებული იყო, რომ რუსეთის არმია თავის მიზნებს ვერ მიაღწევდა და ომს წააგებდა. „იმიტომ, რომ 1945 წლიდან დაწყებული, თითქმის ყველა ოკუპანტი (თავმდამსხმელი) სახელმწიფო ომს აგებდა, ოკუპირებულები კი საბოლოოდ იმარჯვებდნენ. მაგალითად, მალაიზია (დიდ ბრიტანეთთან ბრძოლაში), ვიეტნამი (აშშ-სთან), ალჟირი (საფრანგეთთან), ერაყი, ავღანეთი და აფრიკის უამრავი ქვეყანა. მეგონა, რომ უკრაინაში პარტიზანული ბრძოლა დაიწყებოდა. გარდა ამისა, ვხედავდი, რომ რუსეთმა თავისი შესაძლებლობები სწორად ვერ გათვალა და სასურველი სინამდვილედ მიიღო, გარკვეული შეცდომებიც დაუშვა“, - წერს მარტინ კრეველდი.

 

„მაგრამ ომი გრძელდება, გაჩნდა ახალი ფაქტორები, რის გამოც იძულებული გავხ სიტუაციისათვის სხვა თვალით შემეხედა. ვფიქრობ, არსებობს ხუთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი, სავარაუდოდ, გამარჯვებას მიაღწევს.

 

პირველი: უკრაინაში პარტიზანული ბრძოლა არ მიმდინარეობს. უკრაინის არმია ჩვეულებრივად იბრძვის, ძირითადად საბჭოური იარაღის გამოწყენებით. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის არტილერიის ერთ ზალპზე რუსეთის არტილერია ათი ზალპით პასუხობს, ასეთი სტრატეგია მხოლოდ დამარცხების რეცეპტს წარმოადგენს.

 

მეორე: რუსეთის არმიამ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა. თავდაპირველად რუსმა გენერლებმა  მოწინააღმდეგის ძალები სწორად ვერ შეაფასეს (ისევე როგორც იოსებ სტალინმა ფინეთთან ომის დროს), მაგრამ შემდეგ დაშვებული შეცდომა გამოასწორეს - საკადრო ცვლილებები განახორციელეს, ფართო ფრონტები შეამცირეს და პრიორიტეტები განამტკიცეს, უკეთესი ლოჯისტიკა აქვთ, აქცენტი საარტილერიო დაბომბვებზე გააკეთეს... ამის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინის არმიის დანაკარგები;

 

მესამე: უკრაინის არმიის იარაღით მომარაგება ძალიან რთულდება. დასავლური სამხედრო ტექნიკა კარგია, მაგრამ მისი მარაგის განახლება თითქმის აღარ ხდებოდა, ნატოს ქვეყნები თავდაცვასა და შეიარაღებაზე ძალიან მცირე თანხებს ხარჯავდნენ. გარდა ამისა, ბიუროკრატიული დაბრკოლებების გამო მიწოდებული იარაღი ფრონტის ხაზამდე ნელა მიდის. საკმაო დროს ჭირდება უკრაინელი სამხედრო მსამსახურეების სწავლების პროცესსაც, რომ ისინი დასავლური იარაღის გამოყენების წესებს დაეუფლონ. დიდი მნიშვნელობა იმასაც, რომ რუსები საკუთარ ტერტორიასთან ახლოს იბრძვიან, ნატო ქვეყნების კომუნიკაციები კი მრავალი ასეული კილომეტრზეა გაგრძელებული. დონბასის რელიეფი ძირითადად ვაკეა, რაც რუსეთის არმიას მოქმედებას უადვილებს.

 

მეოთხე: რუსეთის ეკონომიკური მდგრადობა. რასაკვირველია, რუსეთში მკაცრი ცენზურის პირობებში სინამდვილის გაგება ძნელია, თუ რეალურად რა გავლენას ახდენს დასავლური ემბარგო რუსულ ეკონომიკაზე და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე... მაგრამ დასავლეთიც აღიარებს, რომ რუსეთის ეკონომიკა უფრო მდგრადი და მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ეს ამერიკას და ევროკავშირს ეგონა. რუსულმა რუბლმა, რომელიც ომის დასაწყისში კრახის წინაშე იყო, ახლა კურსის ისტორიულ განმტკიცებას მიაღწია. რუსული ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო კრემლის ხაზინაში საკმაოდ დიდი შემოსავლები შედის

 

მეხუთე: ომის გავლენა დასავლეთზე. რუსეთ-უკრაინის ომმა ნეგატიური გავლენა დასავლეთზეც მოხდინა და ეს უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდნენ. ამერიკამ დაინახა, რომ „უკრაინის გამოგლეჯვა რუსული არწივის ბრჭყალებიდან“ უფრო ძნელია, ვიდრე ავრანეთიდან გამოსვლა. ომმა და ევროპის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებამ დასავლეთში ინფლაცია გაზარდა - ყველაზე მეტად 1980 წლიდან. თუ ასე გაგრძელდება, მოსახლეობის უკმაყოფილება მოიმატებს, რომელიც სულ უფრო მეტად მოითხოვს ომის შეწყვეტას, თუნდაც ეს უკრაინის მიერ ტერიტორიების ჩაბარებაში და რუსეთის გამარჯვებაში გამოიხატოს.

 

და ბოლოს, განმანათლებლობის ეპოქიდან დაწყებული, ევროპა ამაყობდა იმით, რომ თავისუფლების, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის ბურჯს წარმოადგენს, ახლა კი ევროპის ქვეყნებში რუსი ოლიგარქების შევიწროვება დაიწყეს, მათ ქონებას ართმევენ. ზოგიერთი შემთხვევა მართლც უსამართლობის ფაქტია. განა ზუსტად ვინმემ იცის, თუ რას ნიშნავს ოლიგარქობა? და თუ ვინმეს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა ჰქონდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ავტომატურად დამნაშავენი უნდა იყვნენ. საინტერესოა, თუ ხედავდნენ, რომ „ოლიგარქები“ დამნაშავეები იყვნენ, რატომ არ იღებდნენ ზომებს ომამდე? 

 

რასაკვირველია, რუსეთ-უკრაინის ომში ჯერ საბოლოოდ არაფერი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ სიტუაცია გვაჩვენებს, რომ ომი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, „თუ რომელიმე მხარე ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავს, ყველაზე დიდხანს სუნთქვის გარეშე გაძლების შანსი უკრაინაზე უფრო მეტად რუსეთს აქვს“.

 

წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ