დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს" 29.06.2022 13:35

ჩვენ გვინახავს, რომ მთავრობას შეუძლია ძალიან სწრაფად მიიღოს კანონმდებლობა, მაგალითად, როგორც ვნახეთ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გაუქმება. ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა ამის სურვილი აქვს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქართველ ხალხს აქვს სურვილი, შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას.

 

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ეს რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ევროკავშირის წევრობის სტატუსისთვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ამ პროცესში.


მომავალი 6 თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ პროცესის დასაწყებად და დროის ფუჭად დაკარგვის დრო არ არის. მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ასევე, მთავრობის ზოგიერთ წევრს სურს აღნიშნული რეკომენდაციებზე მუშაობის დაწყება, ყველას სურს დადებითი ანგარიშის ხილვა საქართველოს შესახებ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ