დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა" - კარლ ჰარცელი 29.06.2022 14:29

საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

 

მისივე თქმით, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება.

 

„რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ