დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ეს არ ნიშნავს, რომ ვექტორი შეიცვალეს" - ირაკლი ზარქუა „ქართული ოცნებიდან“ 3 დეპუტატის წასვლაზე 29.06.2022 14:44

მთელი უმრავლესობა ვცდილობდით, რომ მათ ეს გადაეფიქრებინათ, თუმცა თქვეს, რომ როდესაც მმართველი პარტიის კონიუნქტურით შებოჭილი არ იქნებიან, განცხადებებში უფრო მეტად თამამები იქნებიან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ მმართველი გუნდიდან სამი დეპუტატის: დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის წასვლის კომენტირებისას განაცხადა.

 

ზარქუას თქმით, სამივე ეს ადამიანი საქართველოს ინტერესების დამცველი და პატრიოტია.

 

„იმის მიუხედავად, რომ მათ უმრავლესობა დატოვეს, არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ ვექტორი შეიცვალეს. ისინი არიან ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი და მათ ევროინტეგრაციისთვის ბევრ რამ გააკეთეს.

 

პირადად ვარ მმართველ პარტიაში, მაგრამ ეს არ მბოჭავს - როცა რაიმე მაქვს სათქმელი, გამოვდივარ და ვამბობ ხოლმე. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ბოლომდე დავიცავ. ის ვინც ფასიანი ლობისტია ან “ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული პარტნიორი და ჩემი ქვეყნის ინტერესებს ამ გადასახედიდან უყურებს, ამას მე არ დავუთმობ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

ცნობისათვის, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ