დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი? 29.06.2022 20:42

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე და ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში, ქუ­ჩა­ში ნა­პოვნ ძაღლ გომ­ბო­რას­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

მას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის­გან ნი­კო­ლოზ გორ­ჯეს­ტა­ნის­გან (გუ­გუშ­ვი­ლი), რო­მე­ლიც 22 წლის ასაკ­ში რომ­ში გა­იც­ნო, ორი შვი­ლი - თე­ი­მუ­რა­ზი და ქე­თე­ვა­ნი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რო­ბენ.

ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და. არ­ჩე­ვა­ნი ამ­ჯე­რად ის­ტო­რი­კოს ჯან­რი კა­ში­ა­ზე შე­ა­ჩე­რა. პრე­ზი­დენ­ტი 2012 წლის 11 მარტს დაქვრივ­და, ჯან­რი კა­შია კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის დროს, პა­რიზ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ბო­ლოს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა 2022 წლის 27 იან­ვარს შე­ავ­სო, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 60 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში, რო­მელ­შიც 1989 წელს 150 ათა­სი ევრო გა­და­ი­ხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ფლობს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და მი­წის ნაკ­ვეთს თბი­ლის­ში, რო­მელ­შიც 2006 წელს 160 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. კუფ­ტი­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე 235 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი­დან, 126.33 კვ.მ. სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ეკუთ­ვნის.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში",ანა­ბარ­ზე 30 000 დო­ლა­რი ერი­ცხე­ბო­და. სა­ხელ­ფა­სო ბა­რათ­ზე კი 4125,1 ლარი, ხოლო ფრან­გულ ბანკ Société générale Paris-ის მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე 23 185,51 ევრო ჰქონ­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე 2021 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან-დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით ხელ­ფა­სის სა­ხით 66 240 ლარი აიღო.

მან დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ი­დან შე­მო­სავ­ლის სა­ხით 32 387 ევრო მი­ი­ღო.

გა­სულ წელს პრე­ზი­დენ­ტმა ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში 14 800 ლარი და­ხარ­ჯა. სა­ფონ­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე ქველ­მოქ­მე­დე­ბას მო­ი­ცავს 40 ათა­სი ლარი, ხოლო "სო­ლი­და­რო­ბის ფონდში“ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 5 ათა­სი ლარი გა­და­რი­ცხა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ