დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

ნატო მადრიდის სამიტის შემდეგ, ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს - დეკლარაციაში ნახსენებია საქართველოც 29.06.2022 20:52

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მადრიდის სამიტის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნისთვის, ნატო იცავს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიის მიზნებს და მზად არის, დაიცვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.

ამასთან, ალიანსის წევრები უმკაცრესად გმობენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისთვის, ასევე ნატო პირდაპირ საფრთხედ განიხილავს ტერორიზმს, კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ