დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7877

EUR 2.8426

"ამ ჯგუფის მთავარი სადამსჯელო მისია იქნება იმ თანაგუნდელების საჯარო მხილება და შანტაჟი, ვინც ოცნებიდან გასვლას დაიწყებს"– ნიკა გვარამია 29.06.2022 21:07

ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და, განსაკუთრებით, უკრაინის პოლიტიკური ელიტის უბინძურესი "მხილებით"– ასე გამოეხმაურა მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ქართული ოცნებიდან"  სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას.

მისი თქმით,  ამ ჯგუფის მთავარი სადამსჯელო მისია იქნება იმ თანაგუნდელების საჯარო მხილება და შანტაჟი, ვინც ოცნებიდან გასვლას დაიწყებს.

"ფრაქცია "ფარდას ავხდით" შექმნასთან დაკავშირებით:

თავს არ შეგაწყენთ ჭეშმარიტების მტკიცებით, რომ ეს ხალხი ივანიშვილის რადიკალური პლატფორმაა. მთავარი ჩემთვის მათი გამოყოფის მიზეზია. მიზეზი კი ივანიშვილის შიშისა და ისტერიის სპირალში შესვლაა. ეს ჯგუფი არ დაკავდება მხოლოდ ევროპელების და, განსაკუთრებით, უკრაინის პოლიტიკური ელიტის უბინძურესი "მხილებით".

ივანიშვილის უმრავლესობას ბზარები უჩნდება და ამ ჯგუფის მთავარი სადამსჯელო მისია იქნება იმ თანაგუნდელების საჯარო მხილება და შანტაჟი, ვინც ოცნებიდან გასვლას დაიწყებს.

ამბავი, მონაწილეების ოდიოზურობის გათვალისწინებით, უმნიშვნელოა, მაგრამ სიმპტომი - უკიდურესად ყურადსაღები და სასიხარულო, - წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის, 28 ივნისს, "ქართული ოცნების" წევრებმა, სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით შესაძლოა, უხერხულობები შექმნან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ