დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად"– შარლ მიშელი 29.06.2022 23:41

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრის დროს კვლავ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი და განაცხადა, რომ აღმოჩენილი იქნება მეტი მხარდაჭერა ევროინტერგრაციის გზაზე წინსვლისთვის. 

როგორცევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, „ტვიტერზე" წერს, შექმნილი ვითარება გეოსტრატეგიული მომენტია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია.

გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი.

ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად", - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ