დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი 29.06.2022 23:45

მთვარის პირველი- მე-2 დღე. დილა დაიწყეთ ფიზიკური და გონებრივი ვარჯიშით. კარგია ახალი დიეტაც. არ ინერვიულოთ შეცდომებზე - ეს არ არის სამყაროს დასასრული, მათი გამოსწორება შესაძლებელია. დაიჯერეთ საკუთარი ძალების და იზრუნეთ საკუთარ ნერვულ უჯრედებზე.

თუ ვინმეს მძიმე თემებზე საუბრის სურვილი გაუჩნდება, მოერიდეთ, ახლა ემოციური რყევა, ისედაც რთულ ემოციურ პერიოდში, ძალიან დამაზიანებელია.  

ვერძი

შესაძლოა, მივიწყებულ საქმეს მიუბრუნდეთ, გაგიჭირდებათ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან თქვენი გეგმებისა და იდეების განხილვა.

კურო

რთული, ემოციებით დატვირთული დღეა, თუმცა, ყოველ დაბრკოლებას წარმატებით გაუმკლავდებით და შესაძლოა, ეს გარემოებები სასიკეთოდ მოგიბრუნდეთ.

ტყუპები

თქვენი მზრუნველობა ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე დაგიბრუნდებათ დიდი სიყვარულისა და ენერგიის სახით. 

კირჩხიბი

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, დიდი ალბათობით, თქვენს სასიკეთოდ დასრულდება. ელოდეთ ცვლილებებს უკეთესობისკენ. მოიშორეთ ყოველივე ძველი და განაახლეთ თქვენი გარემო და ურთიერთობები.

ლომი

აიმაღლეთ განწყობა, ახლა სევდის დრო არ არის. მეტი მოთმინება, შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა, აი, რა გჭირდებათ ახლა! თქვენს ოცნებებთან საკმაოდ ახლოს ხართ.

ქალწული

მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ოჯახის წევრების და განსაკუთრებით ბავშვების მიმართ. იზრუნეთ ოჯახური პრობლემების მოგვარებაზე. ნუ იქნებით სუბიექტური და ნუ განაწყენდებით ყოველ წვრილმანზე.

სასწორი

მეტი ყურადღება დაუთმეთ პირად ცხოვრებას და მეტი სითბო გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ, იყავით უფრო გულწრფელი და მზრუნველი. მალე ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ შეიცვლება.

მორიელი

წარმატებით გაართმევთ თავს რთულ დავალებებს და გაამართლებთ ხელმძღვანელობის ნდობას, დიდ კმაყოფილებას მოგგვრით დავალების შესრულება და მნიშვნელოვან სარგებელსაც მოგიტანთ.

მშვილდოსანი

არაერთი საინტერესო ინფორმაცია მოვა თქვენამდე, შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი აღადგინოთ ძველი, თითქმის მივიწყებული კონტაქტები. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენზე და თქვენს მოხერხებულობაზე.

თხის რქა

დაიცავით თქვენი შეხედულებები და პრინციპები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ კომპრომისის ძალაც. მოერიდეთ ზედმეტ დანახარჯებს და გონივრულად გადაანაწილეთ ფინანსები.

მერწყული

ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავა და სამყარო არც თუ მარტივ ამოცანებს გიმზადებთ. ძნელი იქნება სათანადო შედეგის მიღწევა, თუ ყველაფერს გონივრულად არ გააკეთებთ. პრობლემის გადასაჭრელად  ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი იპოვეთ. გახსოვდეთ, თქვენ წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. გაატარეთ საღამო მარტო - ეს დაგეხმარებათ, საფუძვლიანად დაისვენოთ.

თევზები

არ არის სასურველი პერიოდი მნიშვნელოვანი შენაძენის გასაკეთებლად. დღეს ყურადღება გაამახვილეთ ნივთებისა თუ შესრულებული საქმის ხარისხზე და არა ფასსა და რაოდენობაზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ