დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ამ ძალებს შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებიც არიან'"- სოზარ სუბარი 30.06.2022 00:10

"როდესაც ევროპარლამენტის 308 დეპუტატი ხელს აწერს რეზოლუციას, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო, რომელიც შეურაცხმყოფელი ქვეყნებისთვის, გასაგებია, ეს რატომ ხდება. მართლა ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე სამადაშვილს და ეკა ხერხეულიძეს ისეთი გავლენა აქვთ ან ამდენი ლობისტი ჰყავთ, რომ 308 დეპუტატს მოაწერინეს ხელი. პირიქით არის, მათ შეკვეთებს ასრულებენ ძალიან ხშირად და ახმოვანებენ," - ამის შესახებ სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

 

დეპუტატი არ აკონკრეტებს რომელი დასავლელი პოლიტიკოსების შეკვეთებს ასრულებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გამო არ მიანიჭეს, რომ ქვეყანაში დაძაბული ვითარება შექმნილიყო.

 

„არსებობს ვარაუდი და არსებობს მტკიცებულებებიც, რომლებიც ამ ვარაუდს ამყარებს. ამ მტკიცებულებებს, ბუნებრივია, ვერ მოვყვები, მაგრამ ერთ-ერთ შეკრებაზე, რომელსაც უმრავლესობის ძალიან ბევრი დეპუტატი ესწრებოდა, ჩემთვის ყოფილი, მაგრამ ძალიან ძვირფასი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისი ვარაუდი გამოთქვა, რომ ის, რომ უკრაინას და მოლდოვას შესთავაზეს [კანდიდატის სტატუსი] და საქართველოს არა, ხდება ერთადერთი მიზნით - რომ საქართველო გამოყონ, გამოიწვიონ ქვეყანაში ტურბულენტობა, არეულობა, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ძალა, რომელსაც საქართველოს ომში ჩართვა უნდა და საქართველოში ურჩევნია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც გარედან უკარნახებენ“, - განაცხადა სუბარმა.

 

მისი თქმით, ამ ძალებს შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებიც არიან.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ