დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

მაია მელიქიძემ USAID-ის მიერ ორგანიზებულ ენერგეტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა 30.06.2022 12:35

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, რომელზეც  განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ იმსჯელეს.  


მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ და მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, სახელმწიფოს როლი ენერგეტიკასა და განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის საკითხებში. აქვე, მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე. 


განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კონფერენცია გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.  

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ