დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

შვედეთს შეიძლება ისევ გაუჩნდეს თურქეთთან პრობლემები - რა ჩაიფიქრა ანკარამ 30.06.2022 14:42

შვედურ გაზეთ „სვენსკა დაგბლადეტში“ (Svenska Dagbladet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შვედეთს შეიძლება ისევ გაუჩნდეს თურქეთთან პრობლემები: რა ჩაიფიქრა ანკარამ“ (ავტორი - ტერეზა ლარსონი), რომელშიც ნატოში შვედეთისა და ფინეთის მიღების საკითხთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ ალიანსში მათი გაწევრიანების პროცესი მხოლოდ იწყება და თურქეთმა სკანდინავიურ ქვეყნებს  კიდევ შეიძლება წაუყენოს პრეტენზიები. ეს იმ შემთხვევაში, თუ ანკარა ჩათვლის, რომ სტოკჰოლმი და ჰელსინკი შეთანხმების პირობებს არ ასრულებენ.


გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:


„მადრიდის კონფერენც-დარბაზის პირველივე რიგში კარგად ჩანდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლიუთ ჩავუშოღლუ, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად კმაყოფილი გამოიყურებოდა. მასთან ერთად იჯდა ორი ქალბატონი მინისტრი - შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები - ანი ლინდე და პეკა ჰაავისტო, რომელთა სახეზე მაინცდამაინც დიდ სიამოვნებას ვერ შეამჩნევდი. მათ, სამივემ, ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომლის წყალობით ანკარა დათანხმდა სტოკჰოლმისა და ჰელსინკის მიღებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.


მინისტრების უკან იდგნენ თურქეთისა და ფინეთის პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი საული ნიინისტე, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.


ალბათ, საინტერესოა, რატომ ჩანდა თურქი მინისტრი ესოდენ კმაყოფილი.


თუ მოკლედ ვიტყვით, ზუსტად არც ჩვენ ვიცით. მაგდალენა ანდერსონმაც და ანა ლინდმაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკების მონაწილეები გააძლიერებენ ერთობლივ ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ, მაგრამ რაიმე კონკრეტული არაფერი უთქვამთ და დეტალები არ გაუმჟღავნებიათ. განცხადება არ ჰფენს ნათელს აგრეთვე იმ საკითხს, თუ რა დათმობებზე წასვლა მოუწია თავის მხრიდან თურქეთსაც შვედეთის წინაშე.


ამასთან, თუ შეთანხმების ტექსტს დავუჯერებთ, რომელიც პრეს-კონფერენციის სემდეგ გამოქვეყნდა, შვედეთი თურქეთს დახმარებას პირდება ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ბრძოლაში, გამოავლენს სოლიდარობას ანკარასთან ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში და მხარს არ დაუჭერს ისეთ ქურთულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა „სახალხო თავდაცვის რაზმები“ და „დემოკრატიული კავშირი“.


გარდა ამისა, სრულიად შესაძლებელია, რომ ანა ლინდესა და მაგდალენა ანდერსონის სიტყვების უკან - „ამ პროცესში ნატო ძალიან დაგვეხმარაო“, რაღაც მნიშვნელოვანი და დიდი იმალება. მკაფიოდ არ ჩანს, თუ რა არის ნაგულისხმევი, მაგრამ არის აზრი, რომ თურქეთს, სავარაუდოდ, აშშ-მა ისევ დართო ნება F-35-ების - უახლესი ამერიკული თვითმფრინავ-გამანადგურებლების შეძენის თაობაზე. და მაინც, რეისათვის არანაირი მონაცემები არ არსებობს იმის შესახებ, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა იარაღზე რაიმე გარიგებას.


შემდეგ კი... აი, შემდეგ იწყება გაწევრიანების პროცესის ის ეტაპი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია: ალიანსის ყველა 30 წევრი სახელმწიფოს პარლამენტებმა შვედეთისა და ფინეთის განაცხადის რატიფიცირება უნდა მოახდინონ. სწორედ ამ ეტაპზეა შესაძლებელი ახალი პრობლემების გაჩენა.

 

კერძოდ, თუ ანკარა უკმაყოფილო იქნება იმით, თუ როგორ ასრულებს, ვთქვათ, შვედეთი შეთანხმებით დაკისრებულ ვალდებულებას, მაშინ თურქეთის პარლამენტს შეუძლია სტოკჰოლმის განაცხადი ისევ დაბლოკოს. გარდა ამისა, ასეთივე ნაბიჯის გადადგმა შეუძლია უნგრეთსაც და საერთოდ, ალიანსის წევრ ყოველ სახელმწიფოს. და მხოლოდ მაშინ, როცა ნატოს წევრი ყველა ქვეყნის პარლამენტები მოიწონებენ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების განაცხადს, საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. გაწევრიანების პროცესი, სავარაუდოდ, დეკემბრამდე, ზამთრის დასაწყისამდე გაგრძელდება.


სხვათა შორის, შვედეთს [და ფინეთსაც] არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ სამიტის მსვლელობაზე, რადგან მათ ჯერ არც ხმის უფლება არ აქვთ და არც „მიწვეული“ ქვეყნის სტატუსი. გარდა ამისა, მადრიდში უკვე არცერთი შვედი ჩინოვნიკი აღარ იმყოფება, რომელმაც მოლაპარაკებაში მონაწილეობა თუნდაც კონსულტანტის სახით მიიღო.


სავარაუდოდ, მადრიდის სამიტი ცივი ომის დასრულების დროიდან [რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით] ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, ახალი სამომავლო სტრატეგიის დამტკიცებისა და აღმოსავლეთის ფლნგზე გადაიარაღების გამო, მაგრამ შვედეთს ხმის უფლება არ აქვს. ჯერ-ჯერობით“.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ