დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"თაროებზე გიდევთ უმძიმესი დანაშაულების საქმეები" - სოსო გოგაშვილი 30.06.2022 15:12

"ეს ხომ ძირს ნაყარია და ამას არავინ აღარ შეჭამს," - წერს სოციალურ ქსელში, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რითაც ეხმიანება "ქართული ოცნებიდან" წასული სამი დეპიტატის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება:

 

"ერთი წინადადება დააკლდა განცხადებას:

 

ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი საქართველოს მტრები არიან... სამარცხვინოა!

 

ბუნებრივია ეს არ არის "ტროიკის" პირადი მოსაზრება - განცხადება.

 

ეს პათოსი დიდი ხანია ჟღერდება და ჩანს უმეტესი ოფიციალური პირების მოქმედებებში.

 

"ჩვენ არაფერ შუაში ვართ ეს სამეულმა თქვა" - ამას ვინ დაგიჯერებთ, ან გარეთ, ან შიგნით?

 

ეს ხომ ძირს ნაყარია და ამას არავინ აღარ შეჭამს.

 

პ.ს. 2004-2012 წლებზე პასუხისმგებელი პირების დიდი უმრავლესობა მთავრობაში გყავთ უმაღლეს თანამდებობებზე. ის ვისაც ოცნებიდან ვაგინებდით, ვაკრიტიკებდით და ახლაც ვაგინებთ, ისევ მანდ არიან არსად არ გაგიშვიათ, პირიქით 2, 3 ან 4 საფეხურით დააწინაურეთ - "ზონდერ გრუპები".

 

პ.პ.ს. თაროებზე გიდევთ უმძიმესი დანაშაულების საქმეები (ერთხელ უკვე შეგახსენეთ), მტვერი დაედო რითაც უმძიმეს ბრალდებებს წაუყენებდით თქვენს "მტრებს".

 

კიდევ შეგახსენებთ მალე… მარაზმის პიკშია ქვეყანა," - წერს სოსო გოგაშვილი.

 

ცნობისათვის, "კანდიდატის თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს - კიდევ ერთხელ უნდა ("ნაციონალურ მოძრაობას") ხელი მოგვაწერინონ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ორი დამნაშავე ციხიდან უნდა გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან წავიდეს - უნდათ, კონსტიტუციური წესრიგი მოგვიშალონ და სახელმწიფოებრიობა დაგვაკარგვინონ, რისი დაშვებაც არაფრის ფასად არ შეიძლება," - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

 

როგორც დეპუტატები აცხადებენ, ბაკურიანში ოპოზიციის შეკრებაზე რევოლუციისთვის ორი ალტერნატიული სცენარი იყო შემუშავებული - პირველი, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, ხოლო მეორე, კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე გათვლილი სცენარი და სცენარის მთავარი მიზანი ომის დაწყებაა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ