დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"აი, ეს არის პატარა ქვეყნისათვის საჭირო საგარეო პოლიტიკის კარგი ნიმუში" - თორნიკე შარაშენიძე 30.06.2022 17:21

ფინეთი ნატოშია.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ ქვეყანამ საგარეო პოლიტიკის მასტერკლასი ჩაატარა, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე.

 

"1945 წელს, საბჭოთა კავშირს იგი მარტივად შეეძლო გადაეყლაპა და ამაზე ხმას არავინ ამოიღებდა (სხვა თუ არაფერი ფინეთი მეორე მსოფლიო ომში მის წინააღმდეგ იბრძოდა).

 

ფინეთის მთავრობამ როგორღაც დაარწმუნა მოსკოვი ამ პატარა ქვეყნისათვის დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა იმ პირობით, რომ იგი ანტისაბჭოთა საგარეო პოლიტიკას არ გაატარებდა (რასაც ეწოდა ფინეთიზაცია).

 

ასე ცხოვრობდა ფინეთი აქამდე. დიდ და აგრესიულ მეზობელს რაღაცეებში ანგარიშს უწევდა და იმავე დროს ვითარდებოდა. ბეწვის ხიდზე იარა სტალინის დროს, შედარებით დასტაბილურდა მისი პოზიციები ხრუშჩოვის დროს. მერე ყველაფერი დალაგდა და დამშვიდდა. მოსკოვი შეეჩვია იმ აზრს რომ ფინეთი (ოდესღაც რუსეთის იმპერიის ნაწილი) დამოკიდებული უნდა ყოფილიყო.

 

და ახლა, როცა მომენტი ჩავარდა, ფინეთი ნატოში შევიდა.

 

აი, ეს არის პატარა ქვეყნისათვის საჭირო საგარეო პოლიტიკის კარგი ნიმუში. ისტერიკებით არანაირი პოლიტიკა არ კეთდება, მითუმეტეს კი საგარეო", - წერს პოლიტოლოგი. 

 

შეგახსენებთ, 29 ივნისს, ნატო-ს მადრიდის სამიტის მე-2 დღეს, ნატო-მ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ