დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულის სამი სხვადასხვა სცენარი 01.07.2022 16:33

 

ბრიტანულ ცნობილ ჟურნალ „სფექთეითორში“ (The Spectator) სათაურით „არის ომის დასრულების სამი შესაძლო სცენარი“, გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ჰენრი კისინჯერთან, რომელსაც ჟურნალისტი ენდრიუ  რობერტსი ესაუბრება.


„უკრაინის კრიზისი შეიძლება სამი სხვადასხვა შესაძლო ვერსიით დასრულდეს’, - ამბობს ინტერვიუში ჰენრი კისინჯერი.


პირველი სცენარი გულისხმობს რუსეთის კონტროლს დონბასის დიდ ნაწილზე რეგიონის ძირითადი სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო რაიონების ჩათვლით, ასევე „შავიზღვისპირა ზოლზე [მარიუპოლზე, მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე და ხერსონზე], რაც „მოსკოვის გამარჯვება იქნება“. „ასეთ შემთხვევაში ნატოს როლი ომში ისეთი გადამწყვეტი არ იქნება, როგორც ადრე ითვლებოდა“, - ვარაუდობს ყოფილი სახელმწიფო მდივანი.


მეორე ვარიანტი, როგორც ჰენრი კისინჯერი ამბობს, გამოიხატება მცდელობაში „რუსეტის ყირიმიდან განდევნის მიზნით. ამ სცენარმა ომის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს.


მესამე ვერსია გულისხმობს იმ სტატუს-ქვოს დაბრუნებას, რომელიც 24 თებერვლამდე არსებობდა. ეს ვარიანტი ჰენრი კისინჯერმა დავოსის ფორუმზეც გააჟღერა.


წყარო

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ