დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციას პირველ სექტემბრამდე სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას შესთავაზებს 01.07.2022 17:23

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მმართველი გუნდი საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას შესთავაზებს.

 

კობახიძის განმარტებით, აღნიშნულმა პროცედურამ სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა უნდა უზრუნველყოს, რომელიც ოპოზიციისა და უმრავლესობისათვის თანაბრად მისაღები იქნება.

 

„საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის, შესაბამისად მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს 1-ელი დეკემბრისა. სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს სულ მცირე პარლამენტარის 90 წევრის მხარდაჭერას, გამომდინარე აქედან, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ