დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"ოკუპაციის პირველი ტალღა უკვე საქართველოშია" - გია ხუხაშვილი 02.07.2022 11:15

 

რუსეთის ხელისუფლებას და მის ეკონომიკურ ფრთას ომის გამო შეექმნა ორი პრობლემა - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

 

 მინდა გაგიზიაროთ ორი თვის აქტიური დაკვირვების და შესაბამისი ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები:

 

წყარო - უამრავი პირდაპირი და ირიბი კომუნიკაცია რუსეთიდან მიგრანტებთან და ზოგიერთი სისტემური სტატისტიკური მონაცემი.


რუსეთის ხელისუფლებას და მის ეკონომიკურ ფრთას ომის გამო შეექმნა ორი პრობლემა:


1. სანქციების გამო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი და შესაბამისი ფინანსური ნაკადების მართვა.


2. რუსეთის ტერიტორიიდან საინფორმაციო ომის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები.


მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ეს პრობლემები მოგვარებულიყო სისტემური პლაცდარმების შექმნის გზით მეზობელ ქვეყნებში და ამ მიზნით კარგად სტრუქტურირებული, ჯგუფების დესანტირება “ხელისუფლებით უკმაყოფილო ხალხის” ლეგენდის ქვეშ. ეს ხალხი დღესაც იქ მუშაობს, რის საშუალებასაც თანამედროვე ტექნოლოგიები თავისუფლად იძლევა.


განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამ კუთხით საქართველო, როგორც ევრო-კავშირის პარტნიორი და შესაბამისად ნაკლები ეჭვის ქვეშ მყოფი  ქვეყანა.


თითქოს შეთქმულების თეორიას გავს, მაგრამ თუ თვალს კარგად გაახელთ, დაინახავთ, რომ ეს ყველაფერი რეალობაა…


ოკუპაციის პირველი ტალღა უკვე საქართველოშია, ბევრი ქართველი პარტნიორი და თანამოაზრე გაიჩინა, მუშაობს მტერზე და ელოდება მომენტს, როცა წითელ დროშას ღიად ააფრიალებს…- წერს ხუხაშვილი


 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ