დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ახლა არ არის დრო უსაგნო, არაფრის მომცემ შეურაცხყოფასა'' - გიორგი ამილახვარი 02.07.2022 21:49

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ამილახვარი მედიასთან  მმართველი გუნდის მიერ ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე საუბრობს.

ამილახვრის განცხადებით,  ახლა არ არის დრო უსაგნო, არაფრის მომცემ შეურაცხყოფასა თუ დებატებში პოლიტიკის გადატანა. ახლა დროა, რომ მთავრობამ და სხვა პარტიებმაც ევროპული მომავლისთვის იმუშაოს.

"რას გულისხმობს ეს გეგმა. თითოეულ მათგანზე განსაზღვრულია კონკრეტული პასუხისმგებელი პირი თუ უწყება, თუ რა ფორმატში შეიქმნება სამუშაო გუნდი. განსაზღვრულია კონკრეტული ვადები, თუ როდის დაინიცირდება კანონპროექტია. განსაზღვრულია კონკრეტული ადამიანები, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. ვიწვევთ ყველა აქტორს, ვისაც კი აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი. ახლა არ არის დრო უსაგნო, არაფრის მომცემ შეურაცხყოფასა თუ დებატებში გადავიტანოთ პოლიტიკა - ახლა არის მუშაობის დრო, რომლის გეგმა „ქართულმა ოცნებამ“ დადო“, - განაცხადა ამილახვარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობების შესრულებისთვის გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას აპირებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ