დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რა ქონებას ფლობენ თეა წულუკიანი და მისი მეუღლე 02.07.2022 22:35

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბისმოს­ვლის შემ­დეგ, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის პერ­სო­ნა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას დღემ­დე არ კარ­გავს. ის იყო იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში, ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვად. წუ­ლუ­კი­ა­ნი ამ პოსტს 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრი­დან 2020 წლის 29 სექ­ტემ­ბრამ­დე იკა­ვებ­და.

ის ამ­ჯე­რად კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა.

თეა წუ­ლუ­კი­ანს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბისპო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ხში­რად აკ­რი­ტი­კებს ოპო­ზი­ცია. ის არ ერი­დე­ბა ხმა­უ­რი­ან კა­მათს ოპო­ნენ­ტებ­თან და გაბ­რა­ზე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლისტს მიკრო­ფო­ნიც წა­არ­თვას და როცა თა­ვად მო­ი­სურ­ვებს, მა­შინ და­უბ­რუ­ნოს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი მე­უღ­ლეა ნუგ­ზარ (ნუგო) კა­კუ­ლია, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ან­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია. წყვილს ჰყავს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი, მერი, რო­მე­ლიც 2017 წელს და­ი­ბა­და.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2022 წლის 31 იან­ვარს შე­ავ­სო.

მი­ნის­ტრის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას 2021 წლის მარ­ტში ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა 36.07 კვ.მ. ბინა, თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ძე. ის ასე­ვე ფლობს 50009 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვეთს ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ონ სო­ფელ დი­ლის­კა­ში, რო­მელ­შიც 2016 წელს 7 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

პა­ტა­რა მე­რის­თვის კი 2020 წელს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ონ სო­ფელ ტო­ლებ­ში 1182 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი უჩუ­ქე­ბი­ათ.

2005 წელს თეა წუ­ლუ­კი­ანს სო­ფელ დი­ღომ­ში ასე­ვე სა­ჩუქ­რად მი­უ­ღია 1900 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი. მის სა­ხელ­ზეა ასე­ვე 2017 წელს ნა­ჩუ­ქა­რი 6 ათა­სი კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი მეს­ტი­ა­ში, სო­ფელ ზემო ლუ­ჰა­ში.

2020 წელს ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ამ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა BMW Sedan 535 l შე­ი­ძი­ნა და მას­ში 10 000 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის დროს თეა წუ­ლუ­კი­ანს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კისან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 3305,62 ლარი, სა­ბავ­შვო ანა­ბარ­ზე კი 12 348,41ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კისსა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 2497,68 ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას სსიპ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის სკო­ლა-პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დარ­გში კონ­სულ­ტან­ტის პო­ზი­ცი­ა­ზე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სის სა­ხით 35 167 ლარი მი­უ­ღია.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა კი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­ნის­ტრის პოსტზე 2021 წლის 22 მარ­ტი­დან - 31 დე­კემ­ბრამ­დე ხელ­ფა­სის სა­ხით 46 904,76 ლარი აიღო.

პო­ლი­ტი­კოს­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის აპა­რატ­ში პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბი­სა და კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რის პოსტზე ყოფ­ნის დროს 2021 წლის იან­ვრი­დან-მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში 11 607,62 ლარი მი­ი­ღო.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი აქვს სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი 62 400 დო­ლა­რი, რო­მელ­შიც 2017-2027 წლამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. მი­ნისტრს გა­დახ­დი­ლი აქვს 8261,89 დო­ლა­რი.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სეს­ხი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და 2020 წელს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ 56 140 ლარი მი­ი­ღო, რომ­ლის გა­დახ­დის ბოლო ვა­დაც 2030 წე­ლია. ამ დრო­ის­თვის მი­ნისტრს გა­დახ­დი­ლი აქვს 3886,71 ლარი.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სტრას­ბურ­გში ბი­ნის გა­ყიდ­ვით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, 220 480 ევრო ანაბ­რის სა­ხით შე­ი­ტა­ნა ბან­კში, სა­ი­და­ნაც ჯერ­ჯე­რო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბულა.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას 34 000 ლარი სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხის აქვს, რომ­ლის გა­დახ­დის ბოლო ვა­დაც 2031 წე­ლია. მი­ნის­ტრის ქმარს და­ფა­რუ­ლი აქვს 9200 ლარი.

ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­ას სა­ჩუქ­რის სა­ხით მშობ­ლის­გან მი­ღე­ბუ­ლი აქვს ბინა, რომ­ლის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 30 ათა­სი დო­ლა­რია.

წუ­ლუ­კი­ანს ნა­თე­სა­ვის მიერ მის სა­სარ­გებ­ლოდ აღე­ბულ სეს­ხის გა­და­ფარ­ვა­ში გა­დახ­დი­ლი აქვს 8261,89 დო­ლა­რი.

მი­ნის­ტრმა წუ­ლუ­კი­ან­მა სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში 11 724 ლარი და­ხარ­ჯა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ