დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„საპატრიარქო არის ყველაზე ანტიდასავლური, პრორუსული, ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი“ - ზურაბ ჯაფარიძე 02.07.2022 23:28

პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში რადიკალური ჯგუფების მიერ გამართულ აქცია-მსვლელობას ეხმაურება. 

მისი თქმით, ამ პირების სათავო ოფისი საპატრიარქოა და საქართველოში ამ ინსტიტუტის „დეოლიგარქიზაციაც“ უნდა მოხდეს. 

„მაგ ხალხის სათავო ოფისი სანაპიროზეა, შესასვლელში დიდი ქვა დევს და ზედ აწერია „საქართველოს საპატრიარქო“.

„ევროპა არ გვინდა“, „ერთმორწმუნე გვირჩევნია“ - მანდედან მოდის ათწლეულებია.

მანდ არის ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე პრორუსული, ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში, რომელიც მაგ სიბნელეთივე იკვებება და ძალებს იკრებს.

რუსული გრუ-ს ღია რეზიდენტურა თბილისში, თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი

დღეს არ უხსენებია არავის და არ მიყვარს ჩრდილში რომ გაი-სუს-ება ხოლმე, ვითომ არაფერ შუაშია
თავშია!

მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაცია“ და მერე განათდება“, - წერს ჯაფარიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ