დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

პირველი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა - ტოჩინოშინის ასპარეზობა ნაგოია ბაშოზე 10.07.2022 15:59

დღეს ტოკიოში  სუმოს სუპერტურნირი დაიწყო, რომელიც 24 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, პირველ შეხვედრაში მე-7 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის შეხვდა, რომელთანაც ტოჩინოშინს აქამდე 5 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა. ტოჩინოშინმა მეტოქე ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ხვალ გორგაძის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელმაც ტოჩინოშინისგან განსხვავებით, ნაგოია ბაშოზე თავისი პირველი შეხვედრა წააგო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ