დღე: 29

ღამე: 13

USD 2.676

EUR 2.8713

რუსეთში გამოაქვეყნეს მუსიკოსების განახლებული "შავი სია" და ისინი რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს - მათ შორის ორი ქართველია 10.07.2022 22:31

რუ­სულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ახა­ლი სია იმ ვარ­სკლა­ვე­ბის, რო­მელ­თა კონ­ცერ­ტე­ბიც აკ­რძა­ლუ­ლია რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში პირ­ვე­ლი სია გავ­რცელ­და, სა­დაც ის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი მოხ­ვდნენ, რომ­ლე­მაც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ და­წყე­ბუ­ლი ომი დაგ­მეს და ვლა­დი­მერ პუ­ტინს მხარ­და­ჭე­რა არ გა­მო­უ­ცხა­დეს.

სი­ა­ში მოხ­ვდნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­მაც ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ დონ­ბა­სის ოკუ­პა­ცია დაგ­მეს. მათ შო­რის ზო­გი­ერ­თმა ვარ­სკვლავ­მა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ტო­ვა რუ­სე­თი და ახლა მის სა­ზღვრებს გა­რეთ აგ­რძე­ლებს მოღ­ვა­წე­ო­ბას.

სია გრძე­ლია და რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, მათ რუს­მა პრო­დი­უ­სე­რებ­მა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე უარი უთხრეს. თუმ­ცა ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, რო­მელ­მაც ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა, ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ სია, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ნამ­დვი­ლია, თუმ­ცა აქვე დას­ძი­ნა, რომ სია გა­ნახ­ლე­ბა­დია და მას მუდ­მი­ვად ავ­სე­ბენ.

  • რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან რუ­სეთ­ში უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბად. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ორი ქარ­თვე­ლის სა­ხელ­სა და გვარ­საც წა­ი­კი­თხავთ, ესე­ნი არი­ან ვა­ლე­რი მე­ლა­ძე და მუ­სია თო­თი­ბა­ძე.

ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ცნო­ბილ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი­დან აგე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ასე­ვე მოხ­ვდნენ ჯგუ­ფე­ბი: ДДТ (სო­ლის­ტი იური შევ­ჩუ­კი); Машина времени (სო­ლის­ტი ან­დრეი მა­კა­რე­ვი­ჩი); Аквариум-ი (სო­ლის­ტი ბო­რის გრე­ბენშჩი­კო­ვი); Би-2 (სო­ლის­ტე­ბი ალექ­სან­დრე უმა­ნი, იე­გორ ბორტნი­კი);, Несчастный случай, IC3PEAK, Литтл Биг-ი, Алоэ Вера, Каста, Louna და სხვა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი.

სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი არ­ტის­ტი ზემ­ფი­რა უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც რუ­სეთ­ში აღარ იმ­ყო­ფე­ბა. მან ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე და­ტო­ვა რუ­სეთ­ში და საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს, ის ისევ რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს. მარ­თა­ლია ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა აუკ­რძა­ლეს, თუმ­ცა ის მა­ინც ახერ­ხებს კორ­პო­რა­ტი­ულ წვე­უ­ლე­ბებ­ზე გა­მოს­ვლას.

რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სია თო­თი­ბა­ძეს, ის რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მხატ­ვრის კონ­სტან­ტი­ნე თო­თი­ბა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია. მხატ­ვა­რი ძმე­ბის კონ­სტან­ტი­ნე და გოგი თო­თი­ბა­ძე­ე­ბის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია ხში­რად წერ­და.

მუ­სი­ამ რუ­სეთ­ში კა­რი­ე­რა 2013 წლი­დან და­ი­წყო და ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­შია. 30 ივ­ნისს მან "თბი­ლი­სი ოუ­ფენ ეარ­ზე“ იმ­ღე­რა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ