დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ნუთუ მსოფლიო ვლადიმერ პუტინის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ენერგეტიკული ომის ფინალის მოწმე ხდება?" - უცხოური პრესა 28.07.2022 16:08

დიდი ბრიტანეთის ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ პუტინმა ევროპა ხელში ჩაიგდო და რაც სურს, იმას უკეთებს“ (ავტორი - როს კლარკი).


ევროკავშირი, როგორც ჩანს, რუსეთთან მიმდინარე ენერგეტიკული ომის ბოლო სტადიას უახლოვდება: „გაზპრომმა“ ისევ გამოაცხადა გაზის მიწოდების მოცულობის შემცირება გერმანიისათვის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის მეშვეობით, დღე-ღამეში 33 მილიონ კუბმეტრამდე. ეს მხოლოდ 20%-ია იმისა,  რაც ომამდე მიეწოდებოდა (167 მილიონი კუბმეტრი). როგორც ჩანს, გაზის შემცირებით დაზარალდება არამარტო გერმანიის, არამედ მთელი ევროპის ეკონომიკაც - დომინოს პრინციპის თანახმად. ფასები ისევ ცას შესწვდება, ინფლაცია გაგრძელდება... რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვლადიმერ პუტინმა შეძლო და ევროპა პოლიტიკურ უძლურად წამოაჩინა, - წერს როს კლარკი.


ნუთუ მსოფლიო ვლადიმერ პუტინის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ გაჩაღებული ენერგეტიკული ომის ფინალის მოწმე ხდება?


როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, რუსუსლი მხარე თითქოსდა ობიექტურად განმარტავს გაზის მიწოდების შემცირების მიზეზს - გაზსადენის ინფრასტრუქტურას და კერძოდ, ტურბინებს შეკეთება ჭირდებათო, მაგრამ ასეთი თავისმართლება დამარწმუნებელი არ არის: საკომპრესორო სადგურში ექვსი ტურბინა დგას, რუსეთს რეზერვში სპეციალურად აქვს კიდევ ორი ტურბინა, რომ სარემონტო სამუშაოების დროს გაზის ნაკადის შემცირება არ მოხდეს, თანაც „გაზპრომმა“ უკვე მიიღო დამატებით კანადიდან გარემონტებული ტურბინა, რომლის ირგვლივ სკანდალი იყო ატეხილი.


გერმანიის ეკონომიკას, რომელიც ისედაც რეცესიის ზღურბლზე დგას, ახლა დამატებითი დარტყმის გადატანა მოუწევს. და არამარტო გერმანიის ეკონომიკას - მასზე ხომ ევროკავშირის სხვა ქვეყნების ეკონომიკებია დამოკიდებული...


„სამწუხაროდ, დღეს გერმანია ენერგეტიკული ომის „ოკეანეში“ საჭისა და აფრების გარეშე აღმოჩნდა, მის მოქმედებას ტონს ვლადიმერ პუტინი აძლევს. ამჟამინდელი შემცირებები იმას ნიშნავს, რომ გერმანიას გაზი უფრო ადრე აღარ ექნება, ვიდრე ამას თვითონ გეგმავდა - ორის წლის შემდეგ და ბოიკოტის მიზეზიც გაქრება. ევროპას, განსაკუთრებით გერმანიას, დამანგრეველი ეკონომიკურ რყევები ემუქრება - და არამხოლოდ ენერგეტიკული შიმშილის გამო. ვლადიმერ პუტინმა შეძლო ევროპის პოლიტიკურ უძლურად წარმოჩენა“, - ასეთ დასკვნას აკეთებს ავტორი.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ