დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ჩინეთმა ტაივანის მახლობლად, სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ბალისტიკური რაკეტები გაისროლა -BBC 05.08.2022 01:09

ჩინეთმა ტაივანის მახლობლად, სამხედრო წვრთნების ფარგლებში, რაკეტები გაისროლა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC_ ი ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, საუბარია 11 ბალისტიკურ რაკეტაზე, რომლებიც ტაივანის სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ზღვაში ჩავარდა.

 

 ტაიბეიში ჩინეთის მოქმედება ჩრდილოეთ კორეის ქცევას შეადარეს.

 

იაპონიის ცნობით, ჩინეთის მიერ ნასროლი ხუთი რაკეტა მათ ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა. ტოკიომ პეკინს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს“ მანევრები.

ჩინეთის სამხედრო წვრთნების გამო შეზღუდულია გემების გადაადგილება. ასევე, შეფერხებულია საერთაშორისო ფრენები ტაივანის მიმართულებით.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ესტუმრა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ამის გამო, უცხო ქვეყნების მაღალჩინოსნების ვიზიტს ტაივანში ჩინეთი საკუთარი სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.

 

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, ტაივანში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს. ამასთან, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ ტაივანში საბრძოლო წვრთნები დაიწყო.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ